შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ისო 45001:2018 შიდა აუდიტორის მასერტიფიცირებელი ტრენინგი
შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ისო 45001:2018 შიდა აუდიტორის მასერტიფიცირებელი ტრენინგი
შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ISO 45001:2018 შიდა აუდიტორის მასერტიფიცირებელი ტრენინგი
შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ISO 45001:2018 შიდა აუდიტორის მასერტიფიცირებელი ტრენინგი
 
alt


1. მიზანი და გამოყენების სფერო:
ბიზნესის გასაუმჯობესებლად და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსააყვანად უმნიშვნელოვანესია შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სესტემების არსებობა ნებისმიერი დარგის ორგანიზაციაში.

ჩვენი კომპანიის ისო 45001:2018 შიდა აუდიტორის ტრენინგის კურსის გავლით, თქვენ შეიძენთ ცოდნას და საჭირო უნარებს ჩაატაროთ, მართოთ და მონაწილეობა მიიღოთ შიდა აუდიტებში, გახდეთ შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების შიდა აუდიტის ჯგუფის წევრი.

შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ისო 45001:2018 შედა აუდიტორის ტრენინგი სჭირდება:
  • ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს წინსვლა შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებში;
  • იურიდიულ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ შიდა აუდიტის ჩატარების პრინციპები და მეთოდები;
  • შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების სისტემის მენეჯერებს, შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების კონტროლის სპეციალისტებს;
  • პროექტის კოორდინატორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
  • საჯარო ან კერძო სექტორში მომუშავე აუდიტორებს, რომლებსაც ჭირდებათ მეტი კომპეტენცია აუდიტის ჩატარების პროცესში.
2. სერტიფიკაციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;

alt

3. სერტიფიკაციის პროგრამა:

ტრენინგის ენა: ქართული/ინგლისური/რუსული;
ტრენინგის დრო: 24 სთ-3 დღე;
ტრენინგის ღირებულება: 550$ (ექვივალენტი ლარში);
ტრენინგის განმავლობაში თქვენ შეისწავლით:

ISO 45001:2018 შრომის ჰიგიენისა და უსფრთხოები მენეჯმენტის სისტემები (დღე 1 და 2)
  • შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების არსი და დანიშნულება;
  • ორგანიზაციაში შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების არსებობის უპირატესობები და სარგებელი;
  • ისო 45001:2018 სტანდარტის ზოგადი მიმოხილვა;
  • შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების ეროვნული კანონმდებლობის და მოთხოვნების ზოგადი მიმოხილვა;
  • შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის ძირითადი ტერმინები და განმარტებები;
  • შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების საკითხებში საფრთხეების იდენტიფიკაცია, რისკების განსაზღვრა, შეფასება და კონტროლი;
  • ისო 45001:2018 – ის შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერატიული მიზნები;
  • შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ძირითადი კონცეფცია- Plan-Do-Check-Act ციკლი;
  • ისო 45001:2018 - ით მოთხოვნილი დოკუმენტირებული ინფორმაცია;
  • შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნების ინტერპრეტაცია და ორგანიზაციაში გამოყენება.
  •  
მენეჯმენტის სისტემების აუდიტორი - Exemplar Global – AU - ISO19011:2018 (დღე 3)

  • აუდიტის სახელმძღვანელო მითითებების დანერგვა;
  • შიდა აუდიტორის პასუხისმგებლობა და როლი;
  • შიდა აუდიტის მოთხოვნები;
  • აუდიტის ძირითადი პირობები და განმარტებები;
  • აუდიტის მიზანი, სფერო, კრიტერიუმები და მეთოდები;
  • აუდიტის ტიპები, პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა;
  • აუდიტორებისა და აუდიტირებული პირების პასუხისმგებლობა;
  • აუდიტის დაგეგმვა, შესრულება, ანგარიშგება და შემდგომი კონტროლი;
  • აუდიტის პროცესში პროცესუალური მიდგომის გამოყენება;
  • რისკზე დაფუძნებული აზროვნების გამოყენება აუდიტში.
4. ელექტრონული განაცხადი: გაიარე ონლაინ რეგისტრაცია.

5. სერტიფიკატის გაცემა და ვადები: ტრენინგის მონაწილეზე სერტიფიკატი გაიცემა შიდა აუდიტორის საგამოცდო ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. ტესტირებიდან 2 კვირის ვადაში თქვენ გადმოგეცემათ ამერიკული ცენტრის «International Accreditacion Service» (IAS) მიერ აკრედიტირებული კომპანია «G-certi Co»-ს შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ისო 45001:2018 შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი 3 წლის ვადით.
;

ხშირად დასმული კითხვები ტრენინგებისთვის

ტრენინგზე საგამოცდო ტესტირების წარმატებით ჩაბარებაზე რამდენ პროცენტიანი ბარიერია და რა ხდება თუ მას ვერ გადავლახავ?
საგამაოცდო ტესტის ჩაბარების ბარიერი შეადგენს დასმული შეკითხვებიდან 70%-ზე მეტ შეკითხვაზე სწორ პასუხს. გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, კანდიდატი იხდის გამოცდის ღირებულებას 50$ (ექვივალენტს ლარში) და ერთი თვის ვადაში ეძლევა დამატებითი შესაძლებლობა.
შესაძლებელია თუ არა ტრენინგები ჩატარდეს სამუშაო საათების შემდეგ ან უქმე დღეებში?
ტრენინგის დღიური ხანგრძლივობა შეადგენს 8 საათს (შესვენებაზე ლანჩი შედის მომსახურების საფასურში), შესაბამისად სამუშაო საათების შემდეგ ტრენინგის ჩატარება არის შეუძლებელი. შესაძლებელია ტრენინგის ხანგრძლივობა-4 დღე დაიგეგმოს ისე, რომ 2 დღე იყოს არასამუშაო დღე.
რა სახელმძღვანელოა საჭირო?
ტრენინგ-ცენტრი უზრუნველყოფს კანდიდატს საჭირო სახელმძღვანელო მასალებით და საკანცელარიო ნივთებით, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით.
რამდენი კაცია საჭირო მინიმუმ, რომ შედგეს ჯგუფი და ჩატარდეს ტრენინგი?
ტრენინგის ჩასატარებლად საჭიროა მინიმუმ 6 კანდიდატის არსებობა.