შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ISO 45001:2018 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის მასერტიფიცირებელი ტრენინგი
3. მიზანი და გამოყენების სფერო:
სამუშაო სივრცეში უსაფრთხო სამუშაო
გარემოს უზრუნველყოფისთვის ყველა ორგანიზაცია ვალდებულია შეიმუშაოს
შრომის უსაფრთხოების წესები, რომელიც ეფუძნება საქართველოს ორგანულ
კონონს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და კომპანიის შრომის
უსაფრთხოების პოლიტიკას. ორგანზაციებისთვის პრიორიტეტული გახდა შრომის
ჰიგიენისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების - ისო
45001:2018 სერტიფიკაცია და შესაბამისად, გაჩნდა მოთხოვნა
კვალიფიციური აუდიტორების/წამყვანი აუდიტორებისა.
ჩვენი კომპანიის ისო 45001:2018
აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის ტრენინგის კურსის გავლით, თქვენ შეიძენთ
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მესამე მხარის
მასერტიფიცირებელი/საკონსულტაციო აუდიტის პროგრამის შედგენის,
ჩატარების და ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო ცოდნასა და
უნარ-ჩვევებს.
შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ისო
45001:2018 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის ტრენინგი სჭირდება:- ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს წინსვლა შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებში;
- იურიდიულ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ პირველი, მეორე და მესამე მხარის აუდიტის ჩატარების პრინციპები და მეთოდები;
- შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების სისტემის მენეჯერებს, შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების კონტროლის სპეციალისტებს;
- შიდა აუდიტორებს, პროექტის კოორდინატორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
- საჯარო ან კერძო სექტორში მომუშავე აუდიტორებს, რომლებსაც სჭირდებათ მეტი კომპეტენცია აუდიტის ჩატარების პროცესში;
- მასერტიფიცირებელი ორგანიზაციების აუდიტორებს.
4. სერტიფიკაციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
3. სერტიფიკაციის პროგრამა:
ტრენინგის ენა: ქართული/ინგლისური/რუსული;
ტრენინგის დრო: 32 სთ- 4 დღე;
ტრენინგის ღირებულება: 800$ (ექვივალენტი ლარში);
ტრენინგის განმავლობაში თქვენ შეისწავლით:
ISO 45001:2018 შრომის
ჰიგიენისა და უსფრთხოები მენეჯმენტის სისტემები (დღე 1 და 2)
- შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების არსი და დანიშნულება;
- ორგანიზაციაში შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების არსებობის უპირატესობები და სარგებელი;
- ისო 45001:2018 სტანდარტის ზოგადი მიმოხილვა;
- შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების ეროვნული კანონმდებლობის და მოთხოვნების ზოგადი მიმოხილვა;
- შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის ძირითადი ტერმინები და განმარტებები;
- შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების საკითხებში საფრთხეების იდენტიფიკაცია, რისკების განსაზღვრა, შეფასება და კონტროლი;
- ისო 45001:2018 –ის შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერატიული მიზნები;
- შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ძირითადი კონცეფცია- Plan-Do-Check-Act ციკლი.
- ისო 45001:2018 - ით მოთხოვნილი დოკუმენტირებული ინფორმაცია;
- შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნების ინტერპრეტაცია და ორგანიზაციაში გამოყენება.
მენეჯმენტის სისტემების
აუდიტორი - Exemplar Global – AU - ISO19011:2018 (დღე 3)
- აუდიტის სახელმძღვანელო მითითებების დანერგვა;
- შიდა აუდიტორის პასუხისმგებლობა და როლი;
- შიდა აუდიტის მოთხოვნები;
- აუდიტის ძირითადი პირობები და განმარტებები;
- აუდიტის მიზანი, სფერო, კრიტერიუმები და მეთოდები;
- აუდიტის ტიპები, პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა;
- აუდიტორებისა და აუდიტირებული პირების პასუხისმგებლობა;
- აუდიტის დაგეგმვა, შესრულება, ანგარიშგება და შემდგომი კონტროლი;
- აუდიტის პროცესში პროცესუალური მიდგომის გამოყენება;
- რისკზე დაფუძნებული აზროვნების გამოყენება აუდიტში.
მენეჯმენტის სისტემების წამყვანი აუდიტორი -Exemplar Global – TL - ISO 19011:2018 (დღე 4)
- წამყვანი აუდიტორისა და აუდიტის ჯგუფის პასუხისმგებლობა;
- აუდიტის ჯგუფის წევრების შერჩევა;
- აუდიტის ჯგუფის კომპეტენცია;
- აუდიტის ჩატარება:
-აუდიტორული საქმიანობისთვის
მომზადება;
-აუდიტის დაწყება;
-აუდიტის საქმიანობის
წარმართვა;
-შეუსაბამობების
იდენტიფიკაცია;
-აუდიტის დასრულება;
-აუდიტის დასკვნის მომზადება და
გავრცელება;
-აუდიტის შემდგომი საკონტროლო
აუდიტის ჩატარება.
- შეხვედრების გახსნა და დახურვა;
- აუდიტის მეთოდოლოგია (ადგილზე / დისტანციური აუდიტი);
- აუდიტორის ლიდერობა და ვალდებულებები;
- აუდიტის დროს რთული სიტუაციების მართვა;
- აუდიტში ჩართული მხარეების კომუნიკაცია აუდიტის დროს;
- მოთხოვნები 1 ეტაპის და მე -2 ეტაპის აუდიტისთვის.
4. ელექტრონული განაცხადი: გაიარე ონლაინ რეგისტრაცია ტრენინგზე.
5. სერტიფიკატის გაცემა და
ვადები: ტრენინგის მონაწილეზე სერტიფიკატი გაიცემა
აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის და შიდა აუდიტორის საგამოცდო ტესტირების
წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. ტესტირებიდან 2 კვირის ვადაში
თქვენ გადმოგეცემათ ამერიკული ცენტრის «International Accreditacion Service» (IAS) მიერ
აკრედიტირებული კომპანია «G-certi Co»-ს შრომის
ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ისო 45001:2018
აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი 3 წლის
ვადით.
6. რეესტრი:
სერტიფიკატის გადმოცემის შემდეგ, თქვენ ირიცხებით კომპანია «G-certi
Co» -ს აუდიტორთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში. სერტიფიკატის
ნამდვილობის შემოწმება შესაძლებელია ბმულზე:
http://www.gcerti.com/.
შემოგვიერდით