გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების ISO 14001:2015 შიდა აუდიტორის მასერტიფიცირებელი ტრენინგი
კატეგორია - მასერტიფიცირებელი ISO ტრენინგები
24.11.2020
ამერიკული ცენტრის «International
Accreditacion Service» (IAS) მიერ აკრედიტირებული 3 დღიანი შიდა
აუდიტორის კურსზე ისწავლით გარემოს დაცვის ისეთი ძირითადი
კონცეფციების პრაქტიკულ გაგებას, როგორიცაა ასპექტების იდენტიფიკაცია
და გარემოზე ზეგავლენის განსაზღვრა, ასევე, მოსალოდნელი ზეგავლენის
თავიდან აცილება ან შერბილება.
ისო 14001:2015 შიდა აუდიტორის
ტრენინგის კურსის გავლით თქვენ შეიძენთ ცოდნას და საჭირო უნარებს
გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემებში, რაც საშუალებას მოგცემთ
ჩაატაროთ, მართოთ და მონაწილეობა მიიღოთ შიდა აუდიტებში, გახდეთ
გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების შიდა აუდიტის ჯგუფის
წევრი.
გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების ისო 14001:2015 შედა აუდიტორის ტრენინგი სჭირდება:
- ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს წინსვლა გარემოს დაცვის მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებში;
- იურიდიულ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ შედა აუდიტის ჩატარების პრინციპები და მეთოდები;
- გარემოს დაცვის სისტემის მენეჯერებს, გარემოს დაცვის ტექნიკოსებს;
- პროექტის კოორდინატორებს, ისო-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
- საჯარო ან კერძო სექტორში მომუშავე აუდიტორებს, რომლებსაც სჭირდებათ მეტი კომპეტენცია აუდიტის ჩატარების პროცესში.
2. სერტიფიკაციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
3. სერტიფიკაციის
პროგრამა:
ტრენინგის ენა: ქართული/ინგლისური/რუსული;
ტრენინგის დრო: 24 სთ -3 დღე;
ტრენინგის ღირებულება: 550$ (ექვივალენტი ლარში);
ტრენინგის განმავლობაში თქვენ შეისწავლით:
ISO 14001:2015 გარემოს
დაცვის მენეჯმენტის სისტემები (დღე 1 და 2)
- გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების არსი და დანიშნულება;
- ორგანიზაციაში გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების არსებობის უპირატესობები და სარგებელი;
- ისო 14001:2015 სტანდარტის ზოგადი მიმოხილვა;
- გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების მიზანი და წარმატების ფაქტორები;
- ისო 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების ძირითადი ტერმინები და განმარტებები;
- ისო 14001:2015 – ის გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების ძირითადი კონცეფცია- Plan-Do-Check-Act ციკლი;
- ისო 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების მოთხოვნების ინტერპრეტაცია და ორგანიზაციაში გამოყენება.
მენეჯმენტის სისტემების აუდიტორი - Exemplar Global – AU - ISO19011:2018 (დღე 3)
- აუდიტის სახელმძღვანელო მითითებების დანერგვა;
- შიდა აუდიტორის პასუხისმგებლობა და როლი;
- შიდა აუდიტის მოთხოვნები;
- აუდიტის ძირითადი პირობები და განმარტებები;
- აუდიტის მიზანი, სფერო, კრიტერიუმები და მეთოდები;
- აუდიტის ტიპები, პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა;
- აუდიტორებისა და აუდიტირებული პირების პასუხისმგებლობა;
- აუდიტის დაგეგმვა, შესრულება, ანგარიშგება და შემდგომი კონტროლი;
- აუდიტის პროცესში პროცესუალური მიდგომის გამოყენება;
- რისკზე დაფუძნებული აზროვნების გამოყენება აუდიტში.
4. ელექტრონული განაცხადი: გაიარე ონლაინ რეგისტრაცია.
5. სერტიფიკატის გაცემა და
ვადები: ტრენინგის მონაწილეზე სერტიფიკატი გაიცემა შიდა
აუდიტორის საგამოცდო ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
ტესტირებიდან 2 კვირის ვადაში თქვენ გადმოგეცემათ ამერიკული ცენტრის
«International Accreditacion Service» (IAS) მიერ
აკრედიტირებული კომპანია «G-certi Co»-ს გარემოს დაცვის მენეჯმენტის
სისტემების ისო 14001:2015 შედა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი 3
წლის ვადით.
შემოგვიერდით