ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება
რა არის ISO 14001:2015 EMS - ისო 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები?
გარემოს დაცვის მენეჯმენტის
სისტემა არის საერთაშორისო სტანდარტი და წარმოადგენს კომპანიის საერთო
მართვის სისტემის ნაწილს, რომელიც გამოიყენება გარემოს დაცვის
ასპექტების სამართავად, საკანონმდებლო მოთხოვნების და აღებული
ვალდებულებების შესასრულებლად, არსებულ და მოსალოდნელ რისკებთან
გასამკლავებლად და კომპანიის მფლობელობაში არსებული რესურსების სრულად
გამოსაყენებლად.
წინამდებარე საერთაშორისო
სტანდარტის დაიშნულებაა ორგანიზაციებისთვის იმ სამოქმედო სფეროს
განსაზღვრა, რომლის ფარგლებშიც კომპანია განახორციელებს გარემოს
დაცვით აქტივობებს, ასევე მოახდენს დროულ რეაგირებას ნებისმიერ
ცვლილებაზე, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე კომპანიის სამოქმედო
არეალის გარეთ. სტანდარტის დანიშნულებაა მოამზადოს, დანერგოს,
შეინარჩუნოს და მუდმივად გააუმჯობესოს ორგანიზაციის გარემოს დაცვის
მენეჯმენტის სისტემები.
წინამდებარე საერთაშორისო
სტანდარტი თავსებადია ყველა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტთან.
ერთად გავხადოთ სამყარო უკეთესი!
როგორ ხდება ისო 14001:2015
გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება?
თუ ორგანიზაციაში დანერგილი გაქვთ
ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები, შეგიძლიათ
მოითხოვოთ სერტიფიცირება, რისთვისაც საჭიროა შემდეგი პროცედურების
გავლა:
- ორ ეტაპიანი მასერტიფიცირებელი აუდიტის ჩატარება;
- აუდიტის ანგარიშის მომზადება;
- საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მაკორექტირებელი ქმედებების მომზადება და დანერგვა.
აღნიშნული პროცედურების გავლის
შემდეგ, კომპანიას გადაეცემა ამერიკული ცენტრის «International Accreditacion Service» (IAS) მიერ
აკრედიტირებული კომპანია «G-certi Co» -ს გარემოს დაცვის მენეჯმენტის
სისტემების საერთაშორისო სერტიფიკატი - ისო 14001:2015 3 წლის
ვადით.
არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესია მენეჯმენტის სისტემების შენარჩუნება და გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის წარმატებას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდას. საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემის შემდეგ ხდება ორი საზედამხედველო აუდიტის ჩატარება, რომელთაგან პირველი ეტაპი ტარდება სერტიფიკატის გაცემიდან ერთი წლის, ხოლო მეორე - სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის შემდეგ. სერტიფიკატის ვადის ამოწურვისას, სურვილის შემთხვევაში, ფორმდება ახალი ხელშეკრულება და სერტიფიცირების პროცესი იწყება თავიდან.
არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესია მენეჯმენტის სისტემების შენარჩუნება და გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის წარმატებას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდას. საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემის შემდეგ ხდება ორი საზედამხედველო აუდიტის ჩატარება, რომელთაგან პირველი ეტაპი ტარდება სერტიფიკატის გაცემიდან ერთი წლის, ხოლო მეორე - სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის შემდეგ. სერტიფიკატის ვადის ამოწურვისას, სურვილის შემთხვევაში, ფორმდება ახალი ხელშეკრულება და სერტიფიცირების პროცესი იწყება თავიდან.
გსურთ ისო 14001:2015
გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება? გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.
რა სარგებლობას (უპირატესობას) მოუტანს კომპანიას ისო
14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება?
გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემურ მიდგომას შეუძლია უზრუნველყოს გრძელვადიანი წარმატება ორგანიზაციის უმაღლესი მმართველობითი რგოლისთვის და შექმნას შესაბამისი პირობები შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემურ მიდგომას შეუძლია უზრუნველყოს გრძელვადიანი წარმატება ორგანიზაციის უმაღლესი მმართველობითი რგოლისთვის და შექმნას შესაბამისი პირობები შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
- აწარმოოს პროდუქცია ან გაწიოს მომსახურეობა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: (i) გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილებით, (ii) ზეგავლენის ხარისხის შერბილებით; (iii) ზეგავლენის მართვის ან/და კომპენსაციის გზით;
- თავიდან აიცილოს, შემაციროს ან მართოს: რესურსების არაეფექტური ხარჯვა, ნარჩენების არასწორი მენეჯმენტი, სითბური გაზების წარმოქმნა, ეკოსისტემის გაუარესება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა;
- შეიმუშაოს, დანერგოს და შეინარჩუნოს პროცესები, რომელბიც უზრუნველყოფენ კომპანიის მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობების შესაბამისობას ნაციონალური საკანონმდებლო ბაზის მოთხოვნებთან და კომპანიის მიერ აღებულ ვალდებულებებთან;
- გარემოს დაცვითი საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესებით;
- წარმოებული პროდუქციის ან გაწეული მომსახურეობის მუდმივი კონტროლით, იმისათვის რომ ერთი მხრივ დავრწმუნდეთ არსებული პროცედურების ეფექტურობაში და მეორე მხრივ თავიდან ავიცილოთ გარემოზე დაუგეგმავი ეკოლოგიური ზემოქმედება;
- გარემოს დაცვის ინფორმაციის შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის მიწოდებით.
ორგანიზაციისთვის გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირების პოტენციური სარგებელია:
- უნარი მუდმივად მიაწოდოს პროდუქტი და გაწიოს მომსახურება, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს, ასევე გარემოსდაცვით სფეროში შესაბამის საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს;
- კომპანიის გარემოს დაცვის საქმიანობის გაძლიერება;
- შესაბამისობის ვალდებულებების შესრულება;
- გარემოს დაცვის მიზნების მიღწევა.
ვის შეუძლია აიღოს (გამოიყენოს) ისო 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი?
ისო 14001:2015 სტანდარტი
გამოიყენება ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, მიუხედავად ორგანაზიის
ზომისა, ტიპისა და ხასიათისა და გამოიყენება აქტივობების,
პროდუქტებისა და მომსახურების გარემოს დაცვის ასპექტებისთვის,
რომლებსაც ორგანიზაცია ადგენს და რომლებმაც შეიძლება გააკონტროლოს ან
გავლენა მოახდინოს სასიცოცხლო ციკლის პერსპექტივაზე. წინამდებარე
საერთაშორისო სტანდარტი არ ადგენს კონკრეტულ კრიტერიუმებს გარემოს
დაცვის საქმიანობისთვის.
წინამდებარე საერთაშორისო
სტანდარტი შეიძლება გამოიყენებოდეს მთლიანობაში ან ნაწილობრივ,
გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემური გაუმჯობესებისთვის. თუმცა,
განცხადებები აღნიშნულ საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაზე არ
მიიღება, თუ ყველა მისი მოთხოვნა არ არის შეტანილი ორგანიზაციის
გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემაში და არ არის შესრულებული
გამონაკლისის გარეშე.
შემოგვიერდით