გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების ISO 14001:2015 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის მასერტიფიცირებელი ტრენინგი
კვალიფიციური გარემოს დაცვის
მენეჯმენტის სისტემების აუდიტორების/წამყვანი აუდიტორების
სერტიფიცირება მნიშვნელოვანია ქვეყანაში გარემოს შენარჩუნებისა და
აღდგენის, ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი განვითარების
უზრუნველყოფის და იმ რისკების თავიდან აცილების ან მინიმუმამდე
დასაყვანად, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და
კეთილდღეობას.
ისო 14001:2015 აუდიტორის/წამყვანი
აუდიტორის ტრენინგის კურსის გავლით, თქვენ შეიძენთ გარემოს დაცვის
მენეჯმენტის სისტემის მესამე მხარის მასერტიფიცირებელი/საკონსულტაციო
აუდიტის პროგრამის შედგენის, ჩატარების და ანგარიშის მომზადებისთვის
საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების ისო 14001:2015 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის ტრენინგი სჭირდება:
- ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს წინსვლა გარემოს დაცვის მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებში;
- იურიდიულ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ პირველი, მეორე და მესამე მხარის აუდიტის ჩატარების პრინციპები და მეთოდები;
- გარემოს დაცვის სისტემის მენეჯერებს, გარემოს დაცვის ტექნიკოსებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს;
- შიდა აუდიტორებს, პროექტის კოორდინატორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
- საჯარო ან კერძო სექტორში მომუშავე აუდიტორებს, რომლებსაც სჭირდებათ მეტი კომპეტენცია აუდიტის ჩატარების პროცესში;
- მასერტიფიცირებელი ორგანიზაციების აუდიტორებს.
2. სერტიფიკაციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
3. სერტიფიკაციის
პროგრამა:
ტრენინგის ენა: ქართული/ინგლისური/რუსული;
ტრენინგის დრო: 32 სთ- 4 დღე;
ტრენინგის ღირებულება: 800$ (ექვივალენტი ლარში);
ტრენინგის განმავლობაში თქვენ შეისწავლით:
ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები (დღე 1 და 2)
- გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების არსი და დანიშნულება;
- ორგანიზაციაში გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების არსებობის უპირატესობები და სარგებელი;
- ისო 14001:2015 სტანდარტის ზოგადი მიმოხილვა;
- გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების მიზანი და წარმატების ფაქტორები;
- ისო 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების ძირითადი ტერმინები და განმარტებები;
- ისო 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების 7 ძირითადი პრინციპი;
- ისო 14001:2015 – ის გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების ძირითადი კონცეფცია- Plan-Do-Check-Act ციკლი;
- ისო 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების მოთხოვნების ინტერპრეტაცია და ორგანიზაციაში გამოყენება.
მენეჯმენტის სისტემების აუდიტორი - Exemplar Global – AU - ISO19011:2018 (დღე 3)
- აუდიტის სახელმძღვანელო მითითებების დანერგვა;
- შიდა აუდიტორის პასუხისმგებლობა და როლი;
- შიდა აუდიტის მოთხოვნები;
- აუდიტის ძირითადი პირობები და განმარტებები;
- აუდიტის მიზანი, სფერო, კრიტერიუმები და მეთოდები;
- აუდიტის ტიპები, პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა;
- აუდიტორებისა და აუდიტირებული პირების პასუხისმგებლობა;
- აუდიტის დაგეგმვა, შესრულება, ანგარიშგება და შემდგომი კონტროლი;
- აუდიტის პროცესში პროცესუალური მიდგომის გამოყენება;
- რისკზე დაფუძნებული აზროვნების გამოყენება აუდიტში.
მენეჯმენტის სისტემების წამყვანი აუდიტორი -Exemplar Global – TL - ISO 19011:2018 (დღე 4)
- წამყვანი აუდიტორისა და აუდიტის ჯგუფის პასუხისმგებლობა;
- აუდიტის ჯგუფის წევრების შერჩევა;
- აუდიტის ჯგუფის კომპეტენცია;
- აუდიტის ჩატარება:
-აუდიტორული საქმიანობისთვის
მომზადება;
-აუდიტის დაწყება;
-აუდიტის საქმიანობის
წარმართვა;
-შეუსაბამობების
იდენტიფიკაცია;
-აუდიტის დასრულება;
-აუდიტის დასკვნის მომზადება და
გავრცელება;
-აუდიტის შემდგომი საკონტროლო
აუდიტის ჩატარება.
- შეხვედრების გახსნა და დახურვა;
- აუდიტის მეთოდოლოგია (ადგილზე / დისტანციური აუდიტი);
- აუდიტორის ლიდერობა და ვალდებულებები;
- აუდიტის დროს რთული სიტუაციების მართვა;
- აუდიტში ჩართული მხარეების კომუნიკაცია აუდიტის დროს;
- მოთხოვნები 1 ეტაპის და მე -2 ეტაპის აუდიტისთვის.
4. ელექტრონული განაცხადი: გაიარე ონლაინ რეგისტრაცია ტრენინგზე.
5. სერტიფიკატის გაცემა და
ვადები: ტრენინგის მონაწილეზე სერტიფიკატი გაიცემა
აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის და შიდა აუდიტორის საგამოცდო ტესტირების
წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. ტესტირებიდან 2 კვირის ვადაში
თქვენ გადმოგეცემათ ამერიკული ცენტრის «International Accreditacion Service» (IAS) მიერ
აკრედიტირებული კომპანია «G-certi Co»-ს გარემოს დაცვის მენეჯმენტის
სისტემების ისო 14001:2015 აუდიტორის/წამყვანი
აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი 3 წლის ვადით.
6. რეესტრი:
სერტიფიკატის გადმოცემის შემდეგ, თქვენ ირიცხებით კომპანია «G-certi
Co» -ს აუდიტორთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში. სერტიფიკატის
ნამდვილობის შემოწმება შესაძლებელია ბმულზე:
http://www.gcerti.com/.
შემოგვიერდით