ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ISO 27001:2022 აუდიტორის/ წამყვანი აუდიტორის ტრენინგი
ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ISO 27001:2022 აუდიტორის/ წამყვანი აუდიტორის ტრენინგი
ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ISO 27001:2022 აუდიტორის/ წამყვანი აუდიტორის ტრენინგი
alt

1. მიზანი და გამოყენების სფერო:
 
ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება და მოთხოვნადი გახდა ინფორმაციულ უსაფრთხოების მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების არსებობა.
 
ისო ISO 27001:2022 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის ტრენინგის კურსის გავლით, თქვენ შეიძენთ ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის მესამე მხარის მასერტიფიცირებელი/საკონსულტაციო აუდიტის პროგრამის შედგენის, ჩატარების და ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
 
ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ისო ISO 270001:2022 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის ტრენინგი სჭირდება:
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კადრებს;
  • იურიდიულ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ პირველი, მეორე და მესამე მხარის აუდიტის ჩატარების პრინციპები და მეთოდები;
  • შიდა აუდიტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
  • საჯარო ან კერძო სექტორში მომუშავე აუდიტორებს, რომლებსაც სჭირდებათ მეტი კომპეტენცია აუდიტის ჩატარების პროცესში;
  • მასერტიფიცირებელი ორგანიზაციების აუდიტორებს.


2. სერტიფიკაციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

alt

3. სერტიფიკაციის პროგრამა:
 
ტრენინგის ენა: ქართული/ინგლისური/რუსული;
ტრენინგის დრო: 32 სთ - 4 დღე;
ტრენინგის ღირებულება: 800$ (ექვივალენტი ლარში);
 
ტრენინგის განმავლობაში თქვენ შეისწავლით:

 
დღე 1 და 2: ISO 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემები
  • ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების არსი და დანიშნულება;
  • ორგანიზაციაში ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების არსებობის უპირატესობები და სარგებელი;
  • ისო 27001:2022 სტანდარტის ზოგადი მიმოხილვა;
  • ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების მიზანი და წარმატების ფაქტორები;
  • ისო 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ძირითადი ტერმინები და განმარტებები;
  • ისო 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ძირითადი პრინციპი;
  • ისო 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემებში Plan-Do- Check-Act ციკლის გამოყენება;
  • ისო 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების მოთხოვნების ინტერპრეტაცია და ორგანიზაციაში გამოყენება.
 
დღე 3: მენეჯმენტის სისტემების აუდიტორი - Exemplar Global – AU - ISO19011:2018
  • აუდიტის სახელმძღვანელო მითითებების დანერგვა;
  • შიდა აუდიტორის პასუხისმგებლობა და როლი;
  • შიდა აუდიტის მოთხოვნები;
  • აუდიტის ძირითადი პირობები და განმარტებები;
  • აუდიტის მიზანი, სფერო, კრიტერიუმები და მეთოდები;
  • აუდიტის ტიპები, პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა;
  • აუდიტორებისა და აუდიტირებული პირების პასუხისმგებლობა;
  • აუდიტის დაგეგმვა, შესრულება, ანგარიშგება და შემდგომი კონტროლი;
  • აუდიტის პროცესში პროცესუალური მიდგომის გამოყენება;
  • რისკზე დაფუძნებული აზროვნების გამოყენება აუდიტში.

დღე 4: მენეჯმენტის სისტემების წამყვანი აუდიტორი -Exemplar Global – TL - ISO 19011:2018
  • წამყვანი აუდიტორისა და აუდიტის ჯგუფის პასუხისმგებლობა;
  • აუდიტის ჯგუფის წევრების შერჩევა;
  • აუდიტის ჯგუფის კომპეტენცია;
  • აუდიტის ჩატარება:
           - აუდიტორული საქმიანობისთვის მომზადება;
           - აუდიტის დაწყება;
           - აუდიტის საქმიანობის წარმართვა;
           - შეუსაბამობების იდენტიფიკაცია;
           - აუდიტის დასრულება;
           - აუდიტის დასკვნის მომზადება და გავრცელება;
           - აუდიტის შემდგომი საკონტროლო აუდიტის ჩატარება.
  • შეხვედრების გახსნა და დახურვა;
  • აუდიტის მეთოდოლოგია (ადგილზე / დისტანციური აუდიტი);
  • აუდიტორის ლიდერობა და ვალდებულებები;
  • აუდიტის დროს რთული სიტუაციების მართვა;
  • აუდიტში ჩართული მხარეების კომუნიკაცია აუდიტის დროს;
  • მოთხოვნები 1 ეტაპის და მე -2 ეტაპის აუდიტისთვის.
 

5. სერტიფიკატის გაცემა და ვადები: ტრენინგის მონაწილეზე სერტიფიკატი გაიცემა აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის და შიდა აუდიტორის საგამოცდო ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. ტესტირებიდან 2 კვირის ვადაში თქვენ გადმოგეცემათ ამერიკული ცენტრის «International Accreditation Service» (IAS) მიერ აკრედიტირებული კომპანია «G-certi Co»-ს ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ისო 27001:2022 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი 3 წლის ვადით.


6. რეესტრი: სერტიფიკატის გადმოცემის შემდეგ, თქვენ ირიცხებით კომპანია «G-certi Co» -ს აუდიტორთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში. სერტიფიკატის ნამდვილობის შემოწმება შესაძლე ბელია ბმულზე: http://www.gcerti.com/.

alt
;

ხშირად დასმული კითხვები ტრენინგებისთვის

ტრენინგზე საგამოცდო ტესტირების წარმატებით ჩაბარებაზე რამდენ პროცენტიანი ბარიერია და რა ხდება თუ მას ვერ გადავლახავ?
საგამაოცდო ტესტის ჩაბარების ბარიერი შეადგენს დასმული შეკითხვებიდან 70%-ზე მეტ შეკითხვაზე სწორ პასუხს. გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, კანდიდატი იხდის გამოცდის ღირებულებას 50$ (ექვივალენტს ლარში) და ერთი თვის ვადაში ეძლევა დამატებითი შესაძლებლობა.
შესაძლებელია თუ არა ტრენინგები ჩატარდეს სამუშაო საათების შემდეგ ან უქმე დღეებში?
ტრენინგის დღიური ხანგრძლივობა შეადგენს 8 საათს (შესვენებაზე ლანჩი შედის მომსახურების საფასურში), შესაბამისად სამუშაო საათების შემდეგ ტრენინგის ჩატარება არის შეუძლებელი. შესაძლებელია ტრენინგის ხანგრძლივობა-4 დღე დაიგეგმოს ისე, რომ 2 დღე იყოს არასამუშაო დღე.
რა სახელმძღვანელოა საჭირო?
ტრენინგ-ცენტრი უზრუნველყოფს კანდიდატს საჭირო სახელმძღვანელო მასალებით და საკანცელარიო ნივთებით, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით.
რამდენი კაცია საჭირო მინიმუმ, რომ შედგეს ჯგუფი და ჩატარდეს ტრენინგი?
ტრენინგის ჩასატარებლად საჭიროა მინიმუმ 6 კანდიდატის არსებობა.