ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციის გაზომვა
ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის გაზომვა
ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის გაზომვა
ჩვენი გამოცდილება

„ეკო-სპექტრის“ გუნდს გააჩნია მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის გაზომვის სფეროში. კომპანიას ჩატარებული აქვს გაზომვები, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაკვეთით (აზიის განვითარების ბანკი, ევროპის ინვესტირების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.).

როდის არის საჭირო ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის გაზომვა?

  • ქალაქგეგმარებითი სამუშაოების დროს;
  • საავტომობილო გზის მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს;
  • ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს;
  • ინდუსტრიული და კომერციული საქმიანობის დროს;
  • სამუშაო სივრცეში ჰაერში მავნე ნივთიერებათა გავრცელების დროს;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის, განხორციელების და ეექსპლუატაციის ეტაპზე;
  • ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრის დროს;
  • გარემოსდაცვითი მართვის გეგმების შემუშავების დროს.

alt
ჩვენი მომსახურების სახეები:
  • სამუშაო ადგილებში ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის განსაზღვა;
  • საავტომობილო გზის გასწვრივ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის განსაზღვრა;
  • ელექტროგადამცემი ხაზების და ქარის ელექტროსადგურების გასწვრივ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის განსაზღვრა;
  • საწარმოო/ინდუსტრიული საქმიანობის შედეგად გავრცელებული მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის განსაზღვა;

გასაზომი მავნე ნივთიერებების ჩამონათვალი:
  • მყარი ნაწილაკები PM10 და PM2,5 - გაზომვის ერთეული მკრ/მ3;
  • აზოტის დიოქსიდი NO2 - გაზომვის ერთეული მკრ/მ3 და PPM (Parts-per million);
  • ნახშირბადის მონოოქსიდი CO - გაზომვის ერთეული მკრ/მ3 და PPM (Parts-per million);
  • ნახშირბადის დიოქსიდი CO2 - გაზომვის ერთეული მკრ/მ3 და PPM (Parts-per million);
  • მიწისპირა ოზონი O3 - გაზომვის ერთეული მკრ/მ3 და PPM (Parts-per million);
  • აქროლადი ორგანული ნაერთები VOC - გაზომვის ერთეული მკრ/მ3 და PPM (Parts-per million); ჯამური აქროლადი ორგანული ნაერთები TVOC - გაზომვის ერთეული მკრ/მ3 და PPM (Parts-per million);
  • ფორმალდეჰიდი HCHO - გაზომვის ერთეული მკრ/მ3 და PPM (Parts-per million).

ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის გაზომვის მეთოდოლოგია და ტექნიკური საშუალებები

ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის გაზომვისას გამოიყენება ახალ ზელანდიური წარმოების აპარატი. ჰაერის ხარისხის საზომი აპარატი საშუალებას იძლევა რეალურ დროში ვაწარმოოთ ჰაერში მავნე ნივთიერებების გავრცელების მონიტორინგი. მიღებული მონაცემები შედარება ხდება საქართველოს კანონმდებლობით და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებით დადგენილ ნორმებთან.

ყოველი სახის მავნე ნივთიერებებისთვის აპარატს გააჩნია განსხვავებული შემდეგი სახის სენსორები:
  • გაზის მგრძნობიარე ნახევარგამტარი სენსორი (GSS);
  • გაზის მგრძნობიარე ელექტროქიმიური სენსორი (GSE);
  • ნაწილაკების ლაზერული მრიცხველი (LPC);
  • ფოტოიონიზაციის დეტექტორი (PID).
გაზომვის ჩატარებისას აპარატი აფიქსირებს მიღებული ნიმუშების საშუალო წუთობრივ მონაცემებს. გაზომვების მიმდინარეობა ინდივიდუალურია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაზომვა თითოეული კომპონენტისთვის მიმდინარეობს საშუალოდ 20-30 წუთის განმავლობაში.

ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის გაზომვის მომსახურების შესრულების დრო და ღირებულება

მომსახურების დრო და ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, შეკვეთის სირთულის, მასშტაბის, მახასიათებლების და გარემო პირობების შესაბამისად.

;