ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაბნევის 3D მოდელირება
ჰაერში მავნე ნივთიერებების გავრცელების 3D მოდელირება
ჰაერში მავნე ნივთიერებების გავრცელების 3D მოდელირება
ჩვენი გამოცდილება

„ეკო-სპექტრის“ გუნდს გააჩნია მრავალწლიანი საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება ჰაერში მავნე ნივთიერებათა გავრცელების მოდელირების სფეროში. კომპანიას ჩატარებული აქვს მავნე ნივთიერებათა გავრცელების მოდელირება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაკვეთით (აზიის განვითარების ბანკი, ევროპის ინვესტირების ბანკი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი და ა.შ.). კომპანიას შესრულებული აქვს საავტომობილო გზის, ელექტროგადამცემი ხაზების, საწარმოო, სამშენებლო და სხვა წყაროების მავნე ნივთიერებათა გაბნევის მოდელირების პროექტები.

როდის არის საჭირო მავნე ნივთიერებათა გავრცელების მოდელირება?

  • ქალაქგეგმარებითი სამუშაოების დროს;
  • საავტომობილო გზის მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს;
  • ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს;
  • ინდუსტრიული და კომერციული საქმიანობის დროს;
  • სამუშაო სივრცეში მავნე ნივთიერებათა გაბნევის დროს;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის, განხორციელების და ექსპლუატაციის ეტაპზე;
  • ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრის დროს;
  • გარემოსდაცვითი მართვის გეგმების შემუშავების დროს.

alt
ჩვენი მომსახურების სახეები:

  • სამუშაო ადგილებში მავნე ნივთიერებათა გავრცელების მოდელირება;
  • საავტომობილო გზის მავნე ნივთიერებათა გავრცელების მოდელირება;
  • ელექტროგადამცემი ხაზების და ქარის ელექტროსადგურების მავნე ნივთიერებათა გავრცელების მოდელირება;
  • საწარმოო / ინდუსტრიული საქმიანობის მავნე ნივთიერებათა გავრცელების მოდელირება;
  • მავნე ნივთიერებათა წერტილოვანი და ხაზობრივი წყაროების გავრცელების მოდელირება (სტაციონარული წყაროები, მილსადენები და ა.შ.).

მავნე ნივთიერებათა გავრცელების მოდელირების მეთოდოლოგია და ტექნიკური საშუალებები

მავნე ნივთიერებათა გავრცელების მოდელირება ხორციელდება გერმანული წარმოების „CadnaA“-ს კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. „CadnaA“ (Computer Aided Noise Abatement) თანამედროვე და ეფექტური კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც გამოიყენება მავნე ნივთიერებათა გავრცელების ანგარიშის, პრეზენტაციის, შეფასებისა და პროგნოზირებისთვის. პროგრამას გააჩნია 30-ზე მეტი მზა სტანდარტი და ინსტრუქცია, მძლავრი გამოთვლითი ალგორითმები, ობიექტის დამუშავების მძლავრი ინსტრუმენტი, უმაღლესი ხარისხის 3D ვიზუალიზაციის შესაძლებლობები. სრულიად თავსებადია Windows-ის სხვა აპლიკაციებთან, როგორიცაა word პროცესორები, ცხრილების საანგარიშო პროგრამები, CAD პროგრამა და GIS მონაცემთა ბაზები.
„CadnaA-APL“ ჰაერის ემისიების კალკულაციას ანხორციელებს ევროპული სახელმძღვანელო 1999/30/EC-სა და 2000/69/EG-ს მოთხოვნების შესაბამისად. CadnaA-APL-ს მოდელირება ეფუძნება AUSTAL2000-ის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც შემუშავებულია „გერმანიის გარემოსდაცვის ეროვნული სააგენტო“-ს მიერ.

მავნე ნივთიერებათა გაბნევის/გავრცელების მოდელირების დროს გამოყენებული სტანდარტები:
  • საავტომობილო, ინდუსტრიული და სხვა სახის მავნე ნივთერებათა გაბნევა - MLus-92 (Merkblatt über Luftverunreinigungen an Straßen), Ausgabe 1992 (geänderte Fassung 1996), Hrsg.: Forschungsgesellschaft für Straßen- und Verkehrswesen e.V. Köln.
მავნე ნივთიერებათა გავრცელების მოდელირებისას ეფექტური შედეგების მისაღებად კომპანია ატარებს გარკვეულ კვლევით სამუშაოებს მოდელირებაში შემავალი ინფორმაციის მოსაძიებლად.

მავნე ნივთიერებათა გავრცელების მოდელირების მომსახურების შესრულების დრო და ღირებულება

მომსახურების დრო და ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, შეკვეთის სირთულის, მასშტაბის, მახასიათებლების და გარემო პირობების შესაბამისად.

;