დავით კავილაძე
განსახლებისა და სოციალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სპეციალისტი
 
1995 წელს დაამთავრა ქ. ვინიცის (უკრაინა) სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია. 2018 -2019 წწ-ში მან წარმატებით გაიარა და მიიღო საერთაშორისო სერტიფიცირება „Exemplar Global“-ის აკრედიტირებულ შემდეგ კურსებზე: ISO 9001:2015 - ხარისხის მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის, ISO 45001:2018 - შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის, ISO 14001:2015 - გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის და ISO 19011:2018 მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის კვალიფიკაციებზე.
2021 წლის 22  ნოემბერს დავით კავილაძეს მიენიჭა სერტიფიცირებულ აუდიტორთა საერთაშორისო რეესტრის „Exemplar Global“-ის მიერ ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის სტატუსი. სამუშაო გამოცდილება:  2008 წლიდან დავით კავილაძე მუშაობს შპს „ეკო-სპექტრში“ განსახლებისა და სოციალური უსაფრთხოების სამსახურის უფროს სპეციალისტად. აღნიშნული სპეციალობით მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის ინვესტირების ბანკი) მიერ დაფინანსებულ სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა: „ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის  რეკონსტრუქციისათვის საჭირო სამუშაოების საპროექტო მომსახურეობა“ (2019წ); “ბარისახო - შატილის გზის პროექტის რეაბილიტაციისთვის განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება“ (2018წ.); „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფი საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე, საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოების განხოციელებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა და მის შესაბამისად სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება“ (2018წ.); „მარშალ გელოვანის გამზირისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საგზაო კვანძის მშენებლობა“ (2018წ.) „მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპულიკაში“ (2016-2017); “განსახლების სამოქმედო გეგმის/განსახლების მოკლე სამოქმედო გეგმის მომზადება დუშეთის ქუჩების ურბანული აღდგენის, აბასთუმნის ურბანული აღდგენისა და ანანურის ციხის ქვე-პროექტებში ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენის მოწყობის მიზნით“ (2017წ.);  “E-60 საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის გაუმჯობესების გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის მომზადება”  (2016წ.); “საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია» (2016-2017წ.); „თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაციის პროექტი“ (2013წ); „ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ფოთი-ანაკლიის საავტომობილო გზის პროექტისათვის“ (2010წ.); “მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” (2008-2009წწ); „ბაკურიანის წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი“ (2011წ). 
 
;