ნანა გაბრავა
ადმინისტრაციული მენეჯერი

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლებით მათემატიკოსი (სპეციალობა - დიფერენციალური განტოლებები). 2019 წლიდან ნანა გაბრავამ წარმატებით გაიარა და მიიღო საერთაშორისო სერტიფიცირება „Exemplar Global“-ის და „GCT“-ის მიერ აკრედიტირებულ შემდეგ კურსებზე: ISO 9001:2015-ხარისხის მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის, ISO 45001:2018-შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის, ISO 14001:2015-გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის, ISO 22000:2018-სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის
სისტემების აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის,  ISO 27001:2022-ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის და ISO 19011:2018 მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის კვალიფიკაციებზე. 

2016 წელს გაიარა საქართველოს „პროფესიონალ ბუღალტრთა და აუდიტორთა ფედერაციის“ პრაქტიკული ბუღალტერიისა და საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო კურსი; 2010 წელს გაიარა „ინტელქტ ცენტრის“ კომპიუტერული ბუღალტერიის პროგრამა ორისის შემსწავლელი კურსი; 2000 წელს გაიარა „აუდიტორული ფირმა მელიტას“ პრაქტიკული ბუღალტერიისა და საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო კურსი;

სამუშაო გამოცდილება: 1993-1995 წლებში - მათემატიკის მასწავლებელი; 2001-2004 წლებში - სატრანსპორტო კომპანია შპს „მაქსიმტრანსის“ ფინანსური მენეჯერი; 2005-2010 წლებში - სატრანსპორტო კომპანია შპს „დზ ტრანსის“ დირექტორი; 2010-2015 წლებში - შპს „ალაზანი ფეინირის“ დირექტორი; 2010-2016 წლებში - შპს „თამარისის“ დირექტორი; 2004-2011 წლებში - შპს „აგრო გრუპის“ ადმინისტრაციული მენეჯერი; 2010-2012 წლებში - შპს „ასპრია სიიდს ჯორჯიას“ პროექტების მენეჯერი; 2011-2015 წლებში - შპს „ზდ ტრანსის“ დირექტორი; 2012-2017 - შპს „ასპრია სიიდს ჯორჯიას“ დირექტორი; 2017-2019 წლის მაისამდე - შპს „ასპრია სიიდს ჯორჯიას“ პროექტების მენეჯერი; 2019 წლის მაისიდან ნანა გაბრავა არის შპს „ეკო-სპექტრის“ ადმინისტრაციული მენეჯერი და ამავე დროს მონაწილეობას იღებს კომპანია „ეკო-სპექტრის“ მიერ განხორციელებულ ISO 19011:2018  მენეჯმენტის სისტემების აუდიტის, ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების, ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების აუდიტის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტებში. პროექტების ფარგლებში აქვს  სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაციის გამოცდილება.


Info: ngabrava@eco-spectri.com

;