ირაკლი კავილაძე
დირექტორი
პროექტების მართვის საბჭოს თავმჯდომარე
გარემოსდაცვითი საკონსულტაციო სამსახურის უფროსი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საინჟინრო-გეოლოგიის მაგისტრის სპეციალობით. 1985 – 1991 წლებში მუშაობდა მინერალური რესურსების კავკასიის ინსტიტუტში, იკვლევდა საცდელ ნიმუშებზე პირველადი და მეორადი ჩანართების ქიმიურ და თერმულ ანალიზებს, განსაზღვრავდა მძიმე ლითონების შემცველობას წყალსა და ნიადაგში სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ რუსეთში და საქართველოში. 1998 წლიდან მან მიიღო თეორიული
ცოდნა და შეიძინა პრაქტიკული გამოცდილება გარემოს დაცვის და სოციალური/განსახლების დარგში ტრეინინგების მეშვეობით, რომლებიც განხორციელებულ იქნა საქართველოში ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების  ბანკის (ერგბ) და აშშ გარემოსდაცვის სააგენტოს მიერ “ტექნიკური დახმარების” საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში. 2006 წლიდან ირაკლი კავილაძე სერტიფიცირებული იქნა, როგორც გარემოსა და ხარისხის მართვის წამყვანი აუდიტორი, საერთაშორისო აუდიტორთა რეესტრის (IRCA) მიერ, ხოლო 2015 წლიდან იგი გადაკვალიფიცირდა როგორც მთავარი აუდიტორი. 2014 წლიდან ის გახლავთ “Exemplar Global”-ის მიერ აკრედიტირებული კურსების სერტიფიცირებული ISO ხარისხის,  გარემოს დაცვის, შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების (ISO 14001:2015 / EMS, ISO 9001:2015 / QMS,  ISO 45001:2018 / OH&S, ISO 19011:2018 ) ტრენერი. 
2003-2005 წლებში ირაკლი კავილაძე გახლდათ კონსორციუმ  Beicip-Franlab-ის (საფრანგეთი) გარემოს დაცვის უფროსი კონსულტანტი/ნარჩენების მართვის ექსპერტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მონიტორინგის და აუდიტის პროექტში. იგი ახორციელებდა გარემოსდაცვითი მართვის გეგმების შესაბამისობის მონიტორინგს/აუდიტს  მსოფლიო ბანკის/ერგბ-ს გარემოსდაცვითი უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების მიხედვით და მონაწილეობდა ყოველთვიური აუდიტის ანგარიშების მომზადებაში. 2006-2007 წლებში ირაკლი კავილაძე მუშაობდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში უფროსი გარემოსდაცვითი ექსპერტის და გარემოსდაცვითი მართვის სისტემების აუდიტორის თანამდებობაზე. აღნიშნულ პერიოდში იგი ექსპერტთა მრავალდარგობრივ ჯგუფთან ერთად  ანხორციელებდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა (ბთჯ) და სამხრეთკავკასიურ გაზსადენის (სმკ) პროექტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი გარემოსდაცვითი და ტექნიკური მართვის გეგმების კვლევას და აუდიტს მათი შესაბამისობის დასადგენად საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობასთან, სტანდარტებთან და ნორმებთან.
 
2008 წლიდან იგი არის შპსეკო-სპექტრისდირექტორი და პროექტების მართვის საბჭოს თავმჯდომარე. ბ/ნ ირაკლი კავილაძეს გააჩნია გარემოსდაცვით, სოციალურ და განსახლების ექსპერტად მუშაობის  20 წელზე მეტი ხნის  პროფესიული თანამშრომლობის გამოცდილება, როგორც საქართველოს სამთავრობო, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (WB, EBRD, ADB, USAID, UNDP, IEB, KfW). მის მიერ არის უზრუნველყოფილი არაერთი საკონსულტაციო  მომსახურება დიდი  პროექტების მომზადების სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის წინასწარი მიზანშეწონილობის ანალიზის, დეტალური დიზაინისა და პროექტის განხორციელების ეტაპებზე. საერთო ჯამში, როგორც გარემოსდამცველი, განსახლებისა და სოციალური დაცვის კონსულტანტი და გუნდის ლიდერი ბ/ნ ირაკლი კავილაძე ჩართული იყო ისეთი ფართო სპექტრის პროექტებში, რომლებიც მოიცავდნენ: ენერგეტიკას (ქვესადგურებისა და გადამცემი ხაზების მშენებლობა), ნავთობსა და ბუნებრივ აირს, გზის მშენებლობას, ნარჩენებისა და ნაგავსაყრელების მართვის საკითხებს, წყლისა და წყალარინების მიწოდების სისტემებს, ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა მრავალ სფეროებს. მას მომზადებული აქვს გარემოზე ზემოქმედების ჩარჩო-დოკუმენტები, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები, გარემოს მართვის გეგმები და შემარბილებელი ღონისძიებები, გარემოსდაცვითი აუდიტის ანგარიშები, განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტები, განსახლების სამოქმედო გეგმები, და სხვ. საქართველოს გარდა, მას აქვს სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება, მათ შორისაა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, პაკისტანი, ბულგარეთი, მოლდოვა და რუსეთი.
2013-2014 წლებში ირაკლი კავილაძე, როგორც პროექტის მენეჯერი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი აუდიტორი, 5 ქვეყანაში ახორციელებდა აზიის განვითარების ბანკის (აგბ) პროექტს: “RETA 7548: გარემოსდაცვითი უსაფრთხოების ზომების განხორციელების გაუმჯობესება შუა და დასავლეთ აზიაში - გარემოსდაცვითი უსაფრთხოების ტრენინგის კონსულტანტი და მესამე მხარის აუდიტი – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი”. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მან ჩაატარა 18 ორდღიანი ტრენინგი 5 ქვეყანაში აგბ-ს გარემოსდაცვითი უსაფრთხოების მოთხოვნების გასაცნობად პროექტის განმახორციელებელი სააგენტოების, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების გარემოსდაცვითი სპეციალისტებისთვის. განახორციელა აგბ-ს დაფინანსებული პროექტების 20-ზე მეტი მესამე მხარის გარემოსდაცვითი აუდიტი სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყირგიზეთში და ტაჯიკეთში.
 
2015-2017 წლებში იგი მუშაობდა, როგორც სოციალური და განსახლების კონსულტანტი, პროექტში: „RETA 7433: მიწის შეძენისა და განსახლების მოთხოვნები ცენტრალურ და დასავლეთ აზიის რეგიონში“. 2018-2019 წლებში ირაკლი კავილაძემ მსოფლიო ბანკის პროქტის ფარგლებში: „მსოფლიო ბანკის მოთხოვნები გარემოსდაცვის და სოციალური ზემოქმედების შეფასების და მონიტორინგის პროცედურების განსახორციელებლად ქვე-პროექტებისთვის“ ჩაატარა ტრენინგები უზბეკეთის რესპუბლიკის შემდეგ ქალაქებში: ბუხარა, ტაშკენტი, ანდიჟანი, ურგენჩი და ტერმეზი. 
 
ირაკლი კავილაძე მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო  თუ რეგიონალურ კონფერენციასა და ვორქშოფში. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
 
;