აეროგადაღება
აეროგადაღება
ჩვენი გამოცდილება

„ეკო-სპექტრის“ გუნდს გააჩნია მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აეროგადაღების სფეროში. კომპანიას ჩატარებული აქვს აეროგადაღებითი სამუშაოები, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაკვეთით (აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკი და ა.შ.).

როდის არის საჭირო აეროგადაღება?

  • მიწის ნაკვეთების აერო-სურათების მიღების მიზნით;
  • საპროექტო ტერიტორიების აერო-სურათების მიღების მიზნით;
  • სამშენებლო ტერიტორიების აერო-სურათების მიღების მიზნით;
  • სახლების და კორპუსების აერო-სურათების მიღების მიზნით;
  • კომერციული ობიექტების აერო-სურათების მიღების მიზნით;
  • ინდუსტრიული ობიექტების აერო-სურათების მიღების მიზნით;
  • ისტორიული ძეგლების აერო-სურათების მიღების მიზნით;
  • ორთო-ფოტოების მიღების მიზნით;
  • განსახლების სამოქმედო გეგმის შედგენის დროს;
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შედგენის დროს;
  • სატყეო მასივის დაკვირვების მიზნით;
  • მიმდინარე გეოლოგიური პროცესების დაკვირვების მიზნით;
  • რთულად მისადგომი წერტილების დასურათების მიზნით;
  • ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის შემთხვევაში.

alt
ჩვენი მომსახურების სახეები:
  • მიწის ნაკვეთების გადაღება;
  • საპროექტო ტერიტორიების გადაღება;
  • სამშენებლო ტერიტორიების გადაღება;
  • სახლების და კორპუსების გადაღება;
  • კომერციული ობიექტების გადაღება;
  • ინდუსტრიული ობიექტების გადაღება;
  • ისტორიული ძეგლების გადაღება;
  • ორთო-ფოტოს მომზადება;
  • სატყეო მასივის გადაღება;
  • რთულად მისადგომი წერტილების გადაღება;
  • 4K ვიდეო და ფოტო გადაღება.

აეროგადაღების მეთოდოლოგია და ტექნიკური საშუალებები

აეროგადაღებისას გამოიყენება „DJI Mavic 2 Pro“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. აპარატს გააჩნია Hasselblad L1D-20c ტიპის კამერა, რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ 4K რეზოლუციის ვიდეო. დრონის სისტემა ინახავს 1 მილიარდზე მეტ ფერს და ინარჩუნებს უფრო სიღრმისეულ დეტალებს ჰაილაითებსა და ჩრდილებში. აეროგადაღებისას წინასწარ ირჩევა გადაღების მახასიათებლები. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველ გადაღებაზე ინდივიდუალურად ყენდება კონფიგურაციები. გადაღებამდე ხდება გადასაღები ტერიტორიის / ობიექტის, მისაღები კადრების, ფრენის რეჟიმების და ვიდეო კომპოზიციის განსაზღვრა. მიღებული სურათები / ვიდეოები მუშავდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს გადაღების ხარისხი.

აეროგადაღების მომსახურების შესრულების დრო და ღირებულება

მომსახურების დრო და ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, შეკვეთის სირთულის, მასშტაბის, მახასიათებლების და გარემო პირობების შესაბამისად.
;