ისო 27001:2022 ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება და კონფიდენციალურობის დაცვა - ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/ წამყვანი აუდიტორის ტრენინგ-კურსი
2025 წლის 12 თებერვალს,
საერთაშორისო საკონსულტაციო და სერტიფიცირების ცენტრმა შპს „ეკო-სპექტრი“ ჩაატარა
27001:2022 ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება და
კონფიდენციალურობის დაცვა - ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის
სისტემების აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის ტრენინგ-კურსი. ტრენინგის
საერთო ხანგრძლივობა მოიცავს 32 საათს (4 დღე). მისი წარმატებით
გავლის შემთხვევაში კი, დამსწრეებს გადაეცემათ ამერიკული აკრედიტაციის
ცენტრის (IAS) მიერ აკრედიტირებული კომპანია Ltd.„GCT“-ის ოფიციალური
საერთაშორისო სერტიფიკატები.