ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება შპს „გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში“                        
                    
                    				
                    
                    
                    მასერტიფიცირებელი აუდიტის
წარმატებით დასრულების შედეგად 2021 წლის 16 აპრილს შპს „გარდაბნის
გამწმენდ ნაგებობის“ წარმომადგენელს კომპანია „ეკო-სპექტრის“ საერთაშორისო
სერტიფიცირების სამსახურის უფროსმა გადასცა შპს „GCERTI Co.“-ს მიერ
გაცემული ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის
სისტემების სერტიფიკატი. სერტიფიკატის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში
შპს „გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში“ ჩატარდება ყოველწლიური
განმეორებითი საზედამხედველო აუდიტები.
                    
                                
                                        