ვიბრაციის გაზომვა და ანგარიშის მომზადება ქევშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში                        
                    
                    				
                    
                    
                    “შპს ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის
ჯგუფი კო, ფილიალი საქართველოში“ - სთან გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე კომპანია „ეკო-სპექტრის“ საგამოცდო
ლაბორატორიის თანამშრომლებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობში
მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლზე ჩაატარეს
გეგმიური ვიბრაციის გაზომვითი სამუშაოები ყოველთვიური ანგარიშის
მომზადების და წარდგენის მიზნით.
                    
                                
                                        