სიახლეები
სს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი.
2019 წლის 22 ნოემბერს, ტენდერში გამარჯვების შედეგად, ხელი მოეწერა სს „ფოთის საზღვაო ნავსადგურსა“ და შპს „ეკო-სპექტრს“ შორის ხელშეკრულებასგარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებით პროექტისათვის - სს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობა.ნავსადგურის გაფართოება იგეგმება არსებული ნავსადგურიდან ჩრდილოეთის მიმართულებით კომპანიის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. დაგეგმილი ღრმაწყლოვანი პორტის მისადგომის მშენებლობა უზრუნველყოფს საოპერაციო მოედნის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრულ ინტეგრაციას პორტის ქსელში, გაჩნდება შესაძლებლობა შავ ზღვაში მცურავი უდიდესი გემების მომსახურებისა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთბრუნვას.
ბეჭდვა
;