სერტიფიცირება
ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO9001:2015 სერტიფიცირება შპს „სამედიცინო ცენტრი დიომედი - აფხაზეთში“
პროექტი: საერთაშორისო სერტიფიცირება;
დამკვეთი: შპს „სამედიცინო ცენტრი დიომედი - აფხაზეთი“;
დავალება: შპს „სამედიცინო ცენტრი დიომედი - აფხაზეთის“ ზუგდიდის, ხობის და ჯვარის ამბულატორიებში ISO9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება;

ვრცლად: 2023 წლის 22 დეკემბერს შპს „სამედიცინო ცენტრი დიომედი - აფხაზეთსა“ და შპს „ეკო-სპექტრს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციის ზუგდიდის, ხობის და ჯვარის ამბულატორიებში მოხდება შემდეგი მომსახურების გაწევა:
1. საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სერტიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებაში;
2. ორეტაპიანი მასერტიფიცირებელი აუდიტის ჩატარება;
3. აუდიტის ანგარიშის მომზადება;
4. საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემა;
5. ორი საზედამხედველო აუდიტის ჩატარება, რომელთაგან პირველი ეტაპი ტარდება სერტიფიკატის გაცემიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო მეორე ეტაპი - სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის შემდეგ.
ბეჭდვა
;