სერტიფიცირება
ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO9001:2015 სერტიფიცირება შპს „სამედიცინო ცენტრი დიომედში“
პროექტი: საერთაშორისო სერტიფიცირება;
დამკვეთი: შპს „სამედიცინო ცენტრი დიომედი“;
დავალება: შპს „სამედიცინო ცენტრი დიომედის“ საბურთალოს, ვარკეთილის, გლდანის და წყნეთის ამბულატორიებში ISO9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება;
ვრცლად: 2023 წლის 21 დეკემბერს შპს „სამედიცინო ცენტრი დიომედსა“ და
შპს „ეკო-სპექტრს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციის საბურთალოს, ვარკეთილის, გლდანის და წყნეთის ამბულატორიებში მოხდება შემდეგი მომსახურების გაწევა:
1. საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სერტიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებაში;
2. ორეტაპიანი მასერტიფიცირებელი აუდიტის ჩატარება;
3. აუდიტის ანგარიშის მომზადება;
4. საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემა;
5. ორი საზედამხედველო აუდიტის ჩატარება, რომელთაგან პირველი ეტაპი ტარდება სერტიფიკატის გაცემიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო მეორე ეტაპი - სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის შემდეგ.
ბეჭდვა
;