სერტიფიცირება
ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO9001:2015 სერტიფიცირება შპს „რუსთავის მედიცინის სახლი-#1 სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში“
პროექტი: საერთაშორისო სერტიფიცირება;
დამკვეთი: შპს „რუსთავის მედიცინის სახლი-#1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი“;
დავალება: შპს „რუსთავის მედიცინის სახლი-#1 სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში“ ISO9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება;

ვრცლად: 2023 წლის 19 დეკემბერს შპს „რუსთავის მედიცინის სახლი-#1 სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრსა“ და შპს „ეკო-სპექტრს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოხდება შემდეგი მომსახურების გაწევა:
1. საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სერტიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებაში;
2. ორეტაპიანი მასერტიფიცირებელი აუდიტის ჩატარება;
3. აუდიტის ანგარიშის მომზადება;
4. საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემა;
5. ორი საზედამხედველო აუდიტის ჩატარება, რომელთაგან პირველი ეტაპი ტარდება სერტიფიკატის გაცემიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო მეორე ეტაპი - სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის შემდეგ.
ბეჭდვა
;