სერტიფიცირება
ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO9001:2015 სერტიფიცირება შპს „ებრალიძის ნეფროლოგიისა და დიალიზის ცენტრში“
პროექტი: საერთაშორისო სერტიფიცირება;
დამკვეთი: შპს „ებრალიძის ნეფროლოგიისა და დიალიზის ცენტრი“;
დავალება: შპს „ებრალიძის ნეფროლოგიისა და დიალიზის ცენტრის“ სამტრედიის და წალკის ამბულატორიებში ISO9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება;
ვრცლად: 2023 წლის 5 დეკემბერს შპს „ებრალიძის ნეფროლოგიისა და დიალიზის ცენტრსა“ და შპს „ეკო-სპექტრს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სამტრედიის და წალკის ამბულატორიებში მოხდება შემდეგი მომსახურების გაწევა:
1. საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სერტიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებაში;
2. ორეტაპიანი მასერტიფიცირებელი აუდიტის ჩატარება;
3. აუდიტის ანგარიშის მომზადება;
4. საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემა;
5. ორი საზედამხედველო აუდიტის ჩატარება, რომელთაგან პირველი ეტაპი ტარდება სერტიფიკატის გაცემიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო მეორე ეტაპი - სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის შემდეგ.
ბეჭდვა
;