მიმდინარე პროექტები
ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO9001:2015 სერტიფიცირება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ ამბულატორიებში
პროექტი: საერთაშორისო სერტიფიცირება;
დამკვეთი: სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი 43 ამბულატორია;
დავალება: „საყოველაო ჯანმრთელობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ ამბულატორიებში ISO9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება;

ვრცლად: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის ბრძანება №4/ნ საფუძველზე, 43 „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ ამბულატორიასა და შპს „ეკო-სპექტრს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც მოხდება შემდეგი მომსახურებების გაწევა:

1.საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სერტიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებაში;
2. ორეტაპიანი მასერტიფიცირებელი აუდიტების ჩატარება;
3. აუდიტის ანგარიშების მომზადება;
4. საერთაშორისო სერტიფიკატების გაცემა (3 წლის ვადით);
5.თითოეულ ამბულატორიაში ორი საზედამხედველო აუდიტის ჩატარება, რომელთაგან პირველი ეტაპი ტარდება სერტიფიკატის გაცემიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო მეორე ეტაპი - სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის შემდეგ.
ბეჭდვა
;