მიმდინარე პროექტები
ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO 9001:2015 და გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების ISO 14001:2015 სერტიფიცირება „Plant of Pure Iron” OJSC - სომხეთში მოლიბდენის კონცენტრატის გადამამუშავებელ საწარმოში
პროექტი: საერთაშორისო სერტიფიცირება;
დამკვეთი: „Plant of Pure Iron” OJSC;
დავალება: „Plant of Pure Iron” OJSC - სომხეთში მოლიბდენის კონცენტრატის გადამამუშავებელ საწარმოში ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების და გარემოს დაცვის
მენეჯმენტის სისტემების ISO 14001:2015 სერტიფიცირება;
ვრცლად: 2025 წლის 7 აპრილს „Plant of Pure Iron” OJSC - სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევანში მდებარე მოლიბდენის კონცენტრატის გადამამუშავებელ საწარმოსა და შპს „ეკო-სპექტრს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოხდება შემდეგი მომსახურებების გაწევა:
1. საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა სერტიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებაში;
2. ორეტაპიანი მასერტიფიცირებელი აუდიტების ჩატარება;
3. აუდიტის ანგარიშების მომზადება;
4. საერთაშორისო სერტიფიკატების გაცემა;
5. საზედამხედველო აუდიტების ჩატარება, რომელთაგან პირველი ეტაპი ტარდება სერტიფიკატის გაცემიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო მეორე ეტაპი - სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის შემდეგ.
ბეჭდვა
;