წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზომვა
წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზომვა
ჩვენი გამოცდილება

„ეკო-სპექტრის“ გუნდს გააჩნია მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზომვების სფეროში. კომპანიას ჩატარებული აქვს გაზომვითი სამუშაოები, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაკვეთით (აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.).

როდის არის საჭირო წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზომვა?

  • წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით;
  • ჰიდროლოგიური მონაცემების მიღების და ანალიზის შემთხვევაში;
  • ჰიდრო-ნაგებობების მშენებლობის დროს;
  • მიწისქვეშა და ზედაპირულ წყლებზე ზემოქმედების დროს;
  • დაბინძურებული ნივთიერებების წყალჩაშვების დროს;
  • წყლის კონკრეტული უბნის ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენის მიზნით;
  • სახიდე გადასასვლელების დაპროექტების და მშენებლობის დროს;
  • წყლების შენაკადის ადგილის დაბინძურების დასადგენად;
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების ეტაპზე;
  • ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის შემთხვევაში.

alt
ჩვენი მომსახურების სახეები: 
  • წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზომვა ზღვაში;
  • წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზომვა მდინარეებში;
  • წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზომვა წყალსატევებში და ხელოვნურ აუზებში;
  • წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზომვა ზედაპირულ წყლებზე;
  • წყლის მჟავიანობის გაზომვა;
  • წყლის ჟანგვა - აღდგენის პოტენციალის გაზომვა (ORP); 
  • წყლის გამტარიანობის გაზომვა;
  • წყლის ATC - ტემპერატურის გაზომვა;
  • წყლის სიმღვრივის გაზომვა.

წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზომვის მეთოდოლოგია და ტექნიკური საშუალებები

წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზომვისას გამოიყენება ამერიკული წარმოების აპარატები. განსხვავებული ზონდების გამოყენებით, მრავალფუნქციური საზომი აპარატები, წყლის სინჯში განსაზღვრავენ pH, mV, ORP, გამტარიანობას, მჟავიანობას, სიმღვრივეს და ტემპერატურას. USB პორტის გამოყენებით შესაძლებელია მიღებული შედეგების კომპიუტერული დამუშავება. ყოველი გაზომვის დროს, გარემო პირობების გათვალისწინებით ირჩევა წერტილები, საიდანაც ხდება წყლის სინჯების სპეციალური მოწყობილობით აღება. თითოეულ სინჯს ენიჭება უნიკალური კოდი, შესაბამისი ატრიბუტების დატანით (სინჯის ნომერი, აღების წერტილი, აღების სიღრმე და ა.შ.). ყოველი სინჯის გაზომვისას ივსება შესაბამისი აქტი, სადაც აისახება გაზომვის შედეგები და გარემო პირობების დეტალები.

წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზომვის მომსახურების შესრულების დრო და ღირებულება

მომსახურების დრო და ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, შეკვეთის სირთულის, მასშტაბის, მახასიათებლების და გარემო პირობების შესაბამისად.

ბეჭდვა
;