სიახლეები
ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება შპს „ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკაში“
მასერტიფიცირებელი აუდიტის წარმატებით დასრულების შედეგად 2023 წლის 6 აპრილს შპს „ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკის“ ხელმძღვანელობას კომპანია „ეკო-სპექტრის“ დირექტორმა გადასცა შპს „GCERTI Co.“-ს მიერ გაცემული ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი. სერტიფიკატის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში შპს „ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკაში“ ჩატარდება ყოველწლიური განმეორებითი საზედამხედველო აუდიტები.

ბეჭდვა
;