სიახლეები
შეხვედრა თემაზე: "საკანონმდებლო ცვლილებები და 2023 წელს დაგეგმილი შსო-ს კონვენციების რატიფიცირების საკითხები"
კომპანია „ეკო-სპექტრის“ წარმომადგენლები მიმდინარე წლის 15 თებერვალს ესწრებოდნენ სასტუმრო „Radisson Blu Iveria Hotel“-ში დაგეგმილ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით დაგეგმილ შეხვედრას თემაზე - "საკანონმდებლო ცვლილებები და 2023 წელს დაგეგმილი შსო-ს კონვენციების რატიფიცირების საკითხები". შეხვედრის მიზანი იყო 2023 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N29 იძულებითი
შრომის, N81 დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისა და N190-ე ძალადობისა და შევიწროების შესახებ კონვენციების რატიფიცირებისა და მათი ბიზნესზე ზეგავლენის საკითხების განხილვა.
ბეჭდვა
;