სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ყვარლის მუნიციპალიტეტში შ.პ.ს. „ყვარლის ბაგას“ მესაქონლეობის ფერმის გზშ-ს ანგარიშის მომზადების ფარგლებში
მიმდინარე წლის 25 იანვარს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერში ჩატარდა შპს „ყვარლის ბაგას“ მესაქონლეობის ფერმის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა. საჯარო განხილვას ესწრებოდნენ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს“ წარმომადგენლები, შპს „ყვარლის ბაგას“ წარმოდმადგენლები, შპს „ეკო-სპექტრის“ წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები. შპს „ეკო-სპექტრის“
თანამშრომლებმა დაინტერესებულ მხარეებს გააცნეს პროექტის ფარგლებში მომზადებული სკოპინგის ანგარიშის სტრუქტურა, ანგარიშის მიზანი და ანგარიშის მოკლე შინაარსი. საჯარო განხილვაზე დაინტერესებული მხარეების მიერ ანგარიშთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნები ან პრეტენზიები არ დაფიქსირებულა.
;