სიახლეები
ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირებისთვის პირველი საინფორმაციო შეხვედრა შპს „ნეოლაბში“
მიმდინარე წლის 24 სექტემბერს კომპანია „ნეოლაბის“ ოფისში გაიმართა ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირების პირველი საინფორმაციო სახის შეხვედრა. საერთაშორისო საკონსულტაციო და სერტიფიცირების კომპანიის წარმომადგენლების მიერ განხილულ იქნა ხარისხის მენეჯმენტის სისტემებისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები და სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ მომზადდება ხარისხის მენეჯმენტის სისტემებისთვის
დოკუმენტირებული პროცედურები. ასევე, შეხვედრაზე განისაზღვრა სამომავლო აუდიტის ჩატარებისთვის სავარაუდო თარიღი. ამ მიზნით, შპს “ნეოლაბს“ დაევალა შესაბამისი დოკუმენტირებული ინფორმაციის მოწოდება პირველი საზედამხედველო აუდიტისთვის.
ბეჭდვა
;