სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. ფოთში ახალ ღრმაწყლოვან მრავალფუნქციურ ნავსადგურში ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი
2020 წლის 28 ივლისს ქ. ფოთის
მე-11 საჯარო სკოლის ღია სიცრცეში ჩატარდა სკოპინგის ანგარიშის საჯარო
განხილვა - ქ. ფოთში ახალ ღრმაწყლოვან მრავალფუნქციურ ნავსადგურში
ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის
შესახებ.
საჯარო განხილვას ესწრებოდნენ: სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო
ნავსადგურის“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფოთის თავისუფალი
ინდუსტრიული ზონის, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და
ადგილობრივი მაცხოვრებლები. შპს „ეკო-სპექტრის“ წარმომადგენლებმა
დამსწრეებს წარუდგინეს სკოპინგის ანგარიში, უპასუხეს დასმულ
შეკითხვებს და მოისმინეს პროექტის ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები.
შემოგვიერდით