სიახლეები
საერთაშორისო სერტიფიცირება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ISO 14001:2015
2019 წლის 3 დეკემბერს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა შპს „ეკო-სპექტრის“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თანამშრომლებს შორის, რომლის მიზანიც იყო პირველი მასერტიფიცირებელი აუდიტის ჩატარების დღეების განსაზღვრა და საიტის დათვალიერების დაგეგმვა. შეხვედრაზე შპს „ეკო-სპექტრის“ დირექტორმა ირაკლი კავილაძემ და საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიცირების სამსახურის უფროსმა ლილე ხაბალაშვილმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შიდა სტრუქტურების წარმომადგენლებს მიაწოდეს ზოგადი ინფორმაცია აუდიტის ჩატარების წესების და მოსამზადებელი დოკუმენტების შესახებ.
ბეჭდვა
;