მიზნები და ამოცანები
მიზნები და ამოცანები
კომპანიის მიზანი და ამოცანები
 
შპს „ეკო-სპექტრი“ წარმოადგენს დამოუკიდებელ საერთაშორისო სერტიფიცირების და საკონსულტაციო ცენტრს, რომელიც 2008 წლიდან მუშაობს სოციალურ და გარემოს დაცვის საკითხებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ცენტრის მიზანია ეკოლოგიური და სოციალური უსაფრთხოების, ეკონომიკური მდგრადობის და დემოკრატიული განვითარების გაძლიერება.
 
 
ჩვენ მტკიცედ გვწამს, დემოკრატიულ მმართველობაზე დაფუძნებული საზოგადოების არსებობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეკოლოგიური და სოციალური უსაფრთხოების ხარისხზე და უსაფრთხოების სექტორის მდგრადობაზე, ასევე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე მოქალაქეთა ჩართულობაზე და გამჭვირვალობაზე.
 
 ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპებია:
 
· შპს „ეკო-სპექტრი“ წარმოადგენს არაპოლიტიკურ ორგანიზაციას,  რომელიც დამოუკიდებელია და ინარჩუნებს სრულ გამჭვირვალობას მმართველობის და დაფინანსების საკითხებში;
 
· შპს „ეკო-სპექტრი“ ყველა პროექტის ფარგლებში ქმედებებს ანხორციელებს კომპანიის მიერ შემუშავებული:
 
(1) ქცევის კოდექსის,  (2) ანტიკორუფციული პოლიტიკის,  (3) ხარისიხის მართვის პოლიტიკის და  (4) გარემოს დაცვის პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად;
 
· შპს „ეკო-სპექტრი“-ს საერთაშორისო ექსპერტების გუნდი მზადაა მონაწილეობა მიიღოს  განვითარებადი ქვეყნების გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევების გადაჭრის პროცესში სხვა ქვეყნების გამოცდილების და ეკონომიკურად მისაღები საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების გზით;
 
· შპს „ეკო-სპექტრი“ მუშაობს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და ფოკუსირებულია გრძელვადიან, მდგრად გადაწყვეტებზე, იყენებს რა მსოფლიო მოწინავე ქვეყნების მიერ შემუშავებულ ინოვაციურ მიდგომებს და ტექნოლოგიებს;
 
· შპს „ეკო-სპექტრი“ მიისწრაფის დაამყაროს მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობები მსოფლიოს მასშტაბით წამყვან საკონსულტაციო  ორგანიზაციებთან იდეების გაცვლისა და ერთობლივი მუშობისთვის. 
 
ბეჭდვა
;