ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO 9001:2015 შიდა აუდიტორის მასერტიფიცირებელი ტრენინგი
ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO 9001:2015 შიდა აუდიტორის მასერტიფიცირებელი ტრენინგი
 
alt


1. მიზანი და გამოყენების სფერო:
ისო 9001:2015 შიდა აუდიტორის ტრენინგის 3 დღიანი კურსი შესაძლებლობას მოგცემთ დაინახოთ, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ნებისმიერ დარგში მომუშავე საწარმოს ან ორგანიზაციის უშუალო საქმიანობაზე ხარისხის მენეჯმენტის სესტემების მოთხოვნები.

კურსის გავლით, თქვენ შეიძენთ ცოდნას და საჭირო უნარებს, რაც საშუალებას მოგცემთ ჩაატაროთ, მართოთ და მონაწილეობა მიიღოთ აუდიტებში, გახდეთ ხარისხის მენეჯმენტის სისტემების შიდა აუდიტის ჯგუფის წევრი.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ისო 9001:2015 შიდა აუდიტორის ტრენინგი სჭირდება:
  • ნებისმიერი ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს წინსვლა ხარისხის მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებში;
  • იურიდიულ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ შიდა აუდიტის ჩატარების პრინციპები და მეთოდები;
  • ხარისხის სისტემის მენეჯერებს, ხარისხის კონტროლის სპეციალისტებს;
  • პროექტის კოორდინატორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
  • საჯარო ან კერძო სექტორში მომუშავე აუდიტორებს, რომლებსაც სჭირდებათ მეტი კომპეტენცია აუდიტის ჩატარების პროცესში;
2. სერტიფიკაციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;

alt

3. სერტიფიკაციის პროგრამა:

ტრენინგის ენა: ქართული/ინგლისური/რუსული;
ტრენინგის დრო: 24 სთ-3დღე;
ტრენინგის ღირებულება: 550$ (ექვივალენტი ლარში);
ტრენინგის განმავლობაში თქვენ შეისწავლით:

ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემები (დღე 1 და 2)
  • ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების არსი და დანიშნულება;
  • ორგანიზაციაში ხარისხის მენეჯმენტის სისტემების არსებობის უპირატესობები და სარგებელი;
  • ისო 9001:2015 სტანდარტის ზოგადი მიმოხილვა;
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემების მიზანი და წარმატების ფაქტორები;
  • ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ძირითადი ტერმინები და განმარტებები;
  • ისო 9001:2015 - ით მოთხოვნილი დოკუმენტირებული ინფორმაცია;
  • ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების 7 ძირითადი პრინციპი:
-მომხმარებელზე ფოკუსირება;
-მმართველობა და ლიდერობა;
-დაინტერესებული მხარეების ჩართულობა;
-პროცესებისადმი მიდგომა;
-მუდმივი გაუმჯობესება;
-მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
-ურთიერთობების მართვა.
  • ისო 9001:2015 – ის სტანდარტის ძირითადი მიდგომები:
-რისკზე დაფუძნებული აზროვნება;
-პროცესებისადმი მიდგომა;
-Plan-Do-Check-Act ციკლი.
  • ისო 9001:2015 – ის მოთხოვნების ინტერპრეტაცია და ორგანიზაციაში გამოყენება.

მენეჯმენტის სისტემების აუდიტორი - Exemplar Global – AU - ISO19011:2018 (დღე 3)

  • აუდიტის სახელმძღვანელო მითითებების დანერგვა;
  • შიდა აუდიტორის პასუხისმგებლობა და როლი;
  • შიდა აუდიტის მოთხოვნები;
  • აუდიტის ძირითადი პირობები და განმარტებები;
  • აუდიტის მიზანი, სფერო, კრიტერიუმები და მეთოდები;
  • აუდიტის ტიპები, პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა;
  • აუდიტორებისა და აუდიტირებული პირების პასუხისმგებლობა;
  • აუდიტის დაგეგმვა, შესრულება, ანგარიშგება და შემდგომი კონტროლი;
  • აუდიტის პროცესში პროცესუალური მიდგომის გამოყენება;
  • რისკზე დაფუძნებული აზროვნების გამოყენება აუდიტში.

4. ელექტრონული განაცხადი: გაიარე ონლაინ რეგისტრაცია ტრენინგზე.

5. სერტიფიკატის გაცემა და ვადები: ტრენინგის მონაწილეზე სერტიფიკატი გაიცემა შიდა აუდიტორის საგამოცდო ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. ტესტირებიდან 2 კვირის ვადაში თქვენ გადმოგეცემათ ამერიკული ცენტრის «International Accreditacion Service» (IAS) მიერ აკრედიტირებული კომპანია «G-certi Co»-ს ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ისო 9001:2015 შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი 3 წლის ვადით.
ბეჭდვა
;