ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება
ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება

რა არის ISO 9001:2015 QMS - ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემები?

ხარისხის მენეჯმენტის სისტემა არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც მოიცავს ქმედებებს, რომელთა საშუალებითაც ორგანიზაცია შეიმუშავებს პოლიტიკას, ადგენს მიზნებს და ამოცანებს, ასევე განსაზღვრავს იმ პროცესებს, პროცედურებს, ინსტრუქციებს და რესურსებს, რომლებიც საჭიროა სასურველი შედეგების მისაღწევად.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემა უზრუნველყოფს პროდუქციის ან მომსახურების მიწოდებისას გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი შედეგების პროცედურულ მართვას, ასევე შეიმეშავებს, დანერგავს და შეინარჩუნებს გზებს გაწეული მომსახურების ან წარმოებული პროდუქციის მუდმივი გაუმჯობესებისათვის. ხარისხი მნიშვნელოვანია!


როგორ ხდება ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება?

alt

თუ ორგანიზაციაში დანერგილი გაქვთ ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემები, შეგიძლიათ მოითხოვოთ სერტიფიცირება, რისთვისაც საჭიროა შემდეგი პროცედურების გავლა:
  • ორ ეტაპიანი მასერტიფიცირებელი აუდიტის ჩატარება;
  • აუდიტის ანგარიშის მომზადება;
  • საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მაკორექტირებელი ქმედებების მომზადება და დანერგვა.
აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, კომპანიას გადაეცემა ამერიკული ცენტრის «International Accreditacion Service» (IAS)  მიერ აკრედიტირებული კომპანია «G-certi Co» -ს ხარისხის მენეჯმენტის სისტემების საერთაშორისო სერტიფიკატი - ისო 9001:2015 3 წლის ვადით.

alt
არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესია მენეჯმენტის სისტემების შენარჩუნება და გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის წარმატებას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდას. საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემის შემდეგ ხდება ორი საზედამხედველო აუდიტის ჩატარება, რომელთაგან პირველი ეტაპი ტარდება სერტიფიკატის გაცემიდან ერთი წლის, ხოლო მეორე - სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის შემდეგ. სერტიფიკატის ვადის ამოწურვისას, სურვილის შემთხვევაში, ფორმდება ახალი ხელშეკრულება და სერტიფიცირების პროცესი იწყება თავიდან.

გსურთ ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება? გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.


რა სარგებლობას (უპირატესობას) მოუტანს კომპანიას ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება?


წინამდებარე მენეჯმენტის სისტემის სერტიფიცირების სარგებელი მიიღება მომხმარებლის სურვილების და მოლოდინების განსაზღვრის და მაქსიმალურად დაკმაყოფილების გზით, რის შედეგადაც მიიღწევა:
  • შეკვეთების გაზრდილი რაოდენობა;
  • ორგანიზაციის ამაღლებული რეპუტაცია;
  • მომხმარებელთა გაფართოებული ბაზა;
  • გაზრდილი შემოსავლები და საბაზრო წილი;
  • ორგანიზაციის ეფექტურობის ზრდა;
  • ორგანიზაციული კოორდინაციის ზრდა;
  • ორგანიზაციის მდგრადი მმართველობა.
ორგანიზაციისთვის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიცირების პოტენციური სარგებელია:
  • უნარი, მუდმივად აწარმოოს პროდუქტი და გაწიოს მომსახურება, რომელიც ერთი მხრივ აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხრივ შესაბამისობაშია ნაციონალურ და საერთაშორისო საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან;
  • არსებული ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და მუდმივად გასაზრდელად;
  • ორგანიზაციის ამოცანებთან და მიზნებთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების სწორად მართვა;
  • უნარი შეიმუშაოს, დანერგოს, შეინარჩუნოს და მუდმივად გააუმჯობესოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემები.

ვის შეუძლია აიღოს (გამოიყენოს) ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი?

ისო 9001:2015 არის სტანდარტი, რომელიც არ აწესებს კონკრეტული სახის შეზღუდვებს კომპანიის მასშტაბებსა და აქტივობებთან დაკავშირებით. ისო 9001:2015 სტანდარტი წარმატებას მოუტანს და დაეხმარება განვითარებაში, როგორც პროდუქტის მწარმოებელ, ასევე მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს განურჩევლად მათი ზომისა თუ საქმიანობისა. აღნიშნული სტანდარტი შეთავსებადია სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უფრო ხელსაყრელს და სასურველს ხდის მას.
ბეჭდვა
;