ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა
ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა

რა არის ISO 9001:2015 QMS - ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემები?

ხარისხის მენეჯმენტის სისტემა არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც მოიცავს ქმედებებს, რომელთა საშუალებითაც ორგანიზაცია შეიმუშავებს პოლიტიკას, ადგენს მიზნებს და ამოცანებს, ასევე განსაზღვრავს იმ პროცესებს, პროცედურებს, ინსტრუქციებს და რესურსებს, რომლებიც საჭიროა სასურველი შედეგების მისაღწევად.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემა უზრუნველყოფს პროდუქციის ან მომსახურების მიწოდებისას გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი შედეგების პროცედურულ მართვას, ასევე შეიმეშავებს, დანერგავს და შეინარჩუნებს გზებს გაწეული მომსახურების ან წარმოებული პროდუქციის მუდმივი გაუმჯობესებისათვის. ხარისხი მნიშვნელოვანია!

როგორ ხდება ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა?

alt  
 


ხარისხის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა თითოეული ორგანიზაციისთვის სტრატეგიული გადაწყვეტლებაა, რომელიც დაეხმარება ორგანიზაციას გააუმჯობესოს მათ მიერ გაწეული მომსახურების ან წარმოებული პროდუქციის ხარისხი და მოამზადოს მყარი საფუძველი კომპანიის მდგრადი განვითარებისთვის.

დანერგვისთვის შემუშავებულია ორი ძირითადი ეტაპი:

  • კომპანიის დოკუმენტაციის გაცნობა ექსპერტებთან ერთად;
  • დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა.

პირველ ეტაპზე ჩვენი ექსპერტები განახორციელებენ „არსებული მდგომარეობის ანალიზს" (ე.წ. GAP Analysis), ყველა არსებული დოკუმენტაციის შეგროვებას და გადამოწმებას, რომელთა საფუძველზეც ამ ეტაპისთვის ხორციელდება კომპანიის მართვა და განსაზღვრავენ, რამდენად არის შესაბამისობაში არსებული სისტემები საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან. ასევე, ხორციელდება კომპანიის სუსტი და ძლიერი მხარეების, საფრთხეებისა და მოლოდინების, კომპანიის შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეთა განსაზღვრა.
შემდეგ ეტაპზე შემუშავდება გეგმა, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრება კომპანიის პოლიტიკა, მიზნები და ამოცანები, ასევე შემუშავდება, დაინერგება და შენარჩუნდება შესაბამისი პროცესები, პროცედურები და ინსტრუქციები დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. 

გსურთ დანერგოთ ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემები? გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.

შენიშვნა:
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელდება ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა, ჩვენ აღარ გვექნება უფლებამოსილება ჩავატაროთ მასერტიფიცირებელი აუდიტი თქვენს კომპანიაში. 

რა სარგებლობას (უპირატესობას) მოუტანს კომპანიას ხარისხის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა?

წინამდებარე მენეჯმენტის სისტემის დანერგვის სარგებელი მიიღება მომხმარებლის სურვილების და მოლოდინების განსაზღვრის და მაქსიმალურად დაკმაყოფილების გზით, რის შედეგადაც მიიღწევა: 
  • შეკვეთების გაზრდილი რაოდენობა;
  • ორგანიზაციის ამაღლებული რეპუტაცია;
  • მომხმარებელთა გაფართოებული ბაზა;
  • გაზრდილი შემოსავლები და საბაზრო წილი;
  • ორგანიზაციის ეფექტურობის ზრდა;
  • ორგანიზაციული კოორდინაციის ზრდა;
  • ორგანიზაციის მდგრადი მმართველობა.

ორგანიზაციისთვის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვის პოტენციური სარგებელია:

  • უნარი, მუდმივად აწარმოოს პროდუქტი და გაწიოს მომსახურება, რომელიც ერთი მხრივ აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხრივ შესაბამისობაშია ნაციონალურ და საერთაშორისო საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან;
  • არსებული ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და მუდმივად გასაზრდელად;
  • ორგანიზაციის ამოცანებთან და მიზნებთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების სწორად მართვა;
  • უნარი შეიმუშაოს, დანერგოს, შეინარჩუნოს და მუდმივად გააუმჯობესოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემები.

                                                   ვის შეუძლია აიღოს (გამოიყენოს) ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი?


ისო 9001:2015 არის სტანდარტი, რომელიც არ აწესებს კონკრეტული სახის შეზღუდვებს კომპანიის მასშტაბებსა და აქტივობებთან დაკავშირებით. ისო 9001:2015 სტანდარტი წარმატებას მოუტანს და დაეხმარება განვითარებაში როგორც პროდუქტის მწარმოებელ, ასევე მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს განურჩევლად მათი ზომისა თუ საქმიანობისა. აღნიშნული სტანდარტი შეთავსებადია სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უფრო ხელსაყრელს და სასურველს ხდის მას.
ბეჭდვა
;