ISO 45001:2018 შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების დანერგვა
ISO 45001:2018 შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების დანერგვა

რა არის ISO 45001:2018 OH&S - ისო 45001:2018 შრომის ჰიგიენისა და უსფართხოების მენეჯმენტის სისტემები?

შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა არის საერთაშორისო სტანდარტი, რომლის დანიშნულებაა შრომის ჰიგიენისა და უსფრთხოების რისკებისა და შესაძლებლობების სამართავად სტრუქტურის შექმნა. შრომის ჰიგიენისა და უსფრთხოების მენეჯმენტის სისტემის ამოცანა და გამიზნული შედეგებია, მოახდინოს სამუშაოსთან დაკავშირებული დაზიანებისა და ჯანმრთელობის გაუარესების პრევენცია და უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო ადგილები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!


                                                 როგორ ხდება ისო 45001:2018 შრომის ჰიგიენისა და უსფრთხოების მენეჯმენტის სისტემების დანერგვა?

alt


შრომის ჰიგიენისა და უსფრთხოების მენეჯმენტის სისტემების დანერგვა ორგანიზაციას საშუალებას მისცემს შეძლოს უზრუნველყოს უსფრთხო და ჯანსაღი სამუშაო ადგილები, მოახდინოს სამუშაოსთან დაკავშირებული დაზიანებებისა და ჯანმრთელობის გაუარესების პრევენცია და მუდმივად გააუმჯობესოს შედეგები.

დანერგვისთვის შემუშავებულია ორი ძირითადი ეტაპი:
  • კომპანიის დოკუმენტაციის გაცნობა ექსპერტებთან ერთად;
  • დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა.

პირველ ეტაპზე ჩვენი ექსპერტები განახორციელებენ „არსებული მდგომარეობის ანალიზს" (ე.წ. GAP Analysis), ყველა არსებული დოკუმენტაციის შეგროვებას და გადამოწმებას, რომელთა საფუძველზეც ამ ეტაპისთვის ხორციელდება კომპანიის მართვა და განსაზღვრავენ, რამდენად არის შესაბამისობაში არსებული სისტემები საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან. ასევე, ხორციელდება კომპანიის სუსტი და ძლიერი მხარეების, საფრთხეებისა და მოლოდინების, კომპანიის როგორც შიდა, ისე გარე დაინტერესებულ მხარეთა განსაზღვრა.
შემდეგ ეტაპზე შემუშავდება გეგმა, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრება კომპანიის პოლიტიკა, მიზნები და ამოცანები, ასევე შემუშავდება, დაინერგება და შენარჩუნდება შესაბამისი პროცესები, პროცედურები და ინსტრუქციები დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. 

გსურთ დანერგოთ ისო 45001:2018 შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემები? გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელდება ისო 45001:2018 შრომის ჰიგიენისა და უსფრთხოების მენეჯმენტის სისტემების დანერგვა, ჩვენ აღარ გვექნება უფლებამოსილება ჩავატაროთ მასერტიფიცირებელი აუდიტი თქვენს კომპანიაში. 


რა სარგებლობას (უპირატესობას) მოუტანს კომპანიას ისო 45001:2018 შრომის ჰიგიენისა და უსფრთხოების მენეჯმენტის სისტემების დანერგვა?

სტანდარტი საშუალებას გაძლევთ შეიმუშაოთ საჭირო უნარები შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემებში, ასევე, სტანდარტი ითვალისწინებს შრომის ჰიგიენასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრას, როგორც ორგანიზაციაში მომუშავე პერსონალისთვის, ისე სხვა გარე დაინტერესებული პირებისთვის, როგორებიცაა ორგანიზაციის კონტრაქტორი ან ქვეკონტრაქტორი მხარეები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვ.


ვის შეუძლია აიღოს (გამოიყენოს) ისო 45001:2018 შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი?

აღნიშნული სტანდარტის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას მისი ზომის, ტიპის და საქმიანობის მიუხედავად, ვისაც სურს გააუმჯობესოს შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება, აღმოფხვრას საფრთხეები და მინიმუმადე დაიყვანოს რისკები, გამოასწოროს შეუსაბამობები და მიაღწიოს მუდმივ გაუმჯობესებას.
ბეჭდვა
;