ISO 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება
რა არის ISO 27001:2022
ინფორმაციის უსაფრთხოების უვნებლობის მენეჯმენტის
სისტემები?
ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა
ენიჭება ინფორმაციულ უსაფრთხოებას, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციისა
და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის, ავთენტიფიკაციის,
კონფიდენციალურობისა და განგრძობადი მუშაობის დაცვას.
ISO 27001:2022 საერაშორისო სტანდარტი
განსაზღვრავს მოთხოვნებს ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის
სისტემის მიმართ. ინფორმაციის უსაფრთხოების ჯაჭვში პირდაპირ ან ირიბად
ჩართულ ნებისმიერ ორგანიზაციას საშუალებას აძლევს:
- დაგეგმოს, დანერგოს, ექსპლუატაციაში მოიყვანოს, შეინარჩუნოს და განაახლოს ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა, რათა შეძლოს თავისი ყველაზე ღირებული აქტივის, ინფორმაციის დაცვა;
- მოახდინოს ინფორმაციის უსაფრთხოების სათანადო საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დემონსტრირება;
- შეადაროს და შეაფასოს ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართ მომხმარებლების და პარტნიორების მოთხოვნები, რომლებიც ორმხრივადაა შეთანხმებული და მოახდინოს მათთან შესაბამისობის დემონსტრირება;
- დაინტერესებულ მხარეებთან დაამაყროს შედეგიანი კომუნიკაცია ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით;
- უზრუნველყოს, რომ ორგანიზაცია შეესაბამება მის მიერ დადგენილ ინფორმაციის უსაფრთხოების პოლიტიკას;
- მიაღწიოს მისი ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციას ან რეგისტრაციას გარე ორგანიზაციის მიერ, ან განახორციელოს წინამდებარე საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვითშეფასება ან თვითდეკლარირება.
როგორ ხდება ისო 27001:2022
ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების
სერტიფიცირება?


თუ ორგანიზაციაში დანერგილი გაქვთ ISO
27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემები,
შეგიძლიათ მოითხოვოთ სერტიფიცირება, რისთვისაც საჭიროა შემდეგი
პროცედურების გავლა:
- ორ ეტაპიანი მასერტიფიცირებელი აუდიტის ჩატარება;
- აუდიტის ანგარიშის მომზადება;
- საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში
- მაკორექტირებელი ქმედებების მომზადება და დანერგვა.
აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, კომპანიას გადაეცემა
ამერიკული ცენტრის «International Accreditacion Service»
(IAS) მიერ აკრედიტირებული კომპანია «G-certi
Co» -ს ინფორმაციის უსფრთხოების მენეჯმენტის სისტემების
საერთაშორისო სერტიფიკატი - ისო 27001:2022 3 წლის ვადით.


არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესია ინფორმაციის უსაფრთხოების
მენეჯმენტის სისტემების შენარჩუნება და გაუმჯობესება, რაც ხელს
შეუწყობს თქვენი ბიზნესის წარმატებას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის
ზრდას. საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემის შემდეგ ხდება ორი
საზედამხედველო აუდიტის ჩატარება, რომელთაგან პირველი ეტაპი ტარდება
სერტიფიკატის გაცემიდან ერთი წლის, ხოლო მეორე - სერტიფიკატის
გაცემიდან ორი წლის შემდეგ. სერტიფიკატის ვადის ამოწურვისას, სურვილის
შემთხვევაში, ფორმდება ახალი ხელშეკრულება და სერტიფიცირების პროცესი
იწყება თავიდან.
გსურთ ისო ISO 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების
მენეჯმენტის
სისტემების სერტიფიცირება? გაიარეთ
ონლაინ რეგისტრაცია.
რა სარგებლობას
(უპირატესობას) მოუტანს კომპანიას ინფორმაციის
უსაფრთხოების
მენეჯმენტის სისტემების
დანერგვა?
ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის
სისტემის დანერგვის პოტენციურისარგებელი არის:
- ორგანიზაციაში სისტემატური მიდგომა ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაც ამცირებს მონაცემთა გაჟონვის და მათზე არაავტორიზებული წვდომის რისკს;
- ინფორმაციის დაცვისადმი მაღალი პასუხისმგებლობა, რაც აძლიერებს მომხმარებლების და პარტნიორების ნდობას თქვენი ორგანიზაციის მიმართ;
- თქვენი უპირატესობა კონკურენტი კომპანიების მიმართ, რაც არწმუნებს მომხმარებლებს და პარტნიორებს, რომ თქვენთვის პრიორიტეტია მათი ინფორმაციული უსაფრთხოება;
- მომსახურების მიწოდება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს;
- მიზნებთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირება; ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისობის დემონსტრირების და მუდმივი გაუმჯობესების უნარი.
ვის შეუძლია აიღოს
(გამოიყენოს) ისო ISO 27001:2022 ინფორმაციის
უსაფრთხოების
მენეჯმენტის სისტემების
სერტიფიკატი?
ისო 27001:2022 არის
სტანდარტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ყველა ორგანიზაციას, ვისაც
სურს დაიცვას თავისი ინფორმაციული აქტივები. იგი არ აწესებს
კონკრეტული სახის შეზღუდვებს კომპანიის მასშტაბებთან ან მომსახურების
სფეროსთან დაკავშირებით. ისო 27001:2022 სტანდარტი
თავსებადია მენეჯმენტის სისტემების სხვა საერთაშორისო
სტანდარტებთან.