ISO 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების დანერგვა
რა არის ISO 27001:2022
ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის
სისტემები?
ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა
ენიჭება ინფორმაციულ უსაფრთხოებას, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციისა
და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის, ავთენტიფიკაციის,
კონფიდენციალურობისა და განგრძობადი მუშაობის დაცვას.
ISO 27001:2022 საერაშორისო სტანდარტი
განსაზღვრავს მოთხოვნებს ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის
სისტემის მიმართ. ინფორმაციის უსაფრთხოების ჯაჭვში პირდაპირ ან ირიბად
ჩართულ ნებისმიერ ორგანიზაციას საშუალებას აძლევს:
- დაგეგმოს, დანერგოს, ექსპლუატაციაში მოიყვანოს, შეინარჩუნოს და განაახლოს ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა რათა შეძლოს თავისი ყველაზ ღირებული აქტივის, ინფორმაციის დაცვა;
- მოახდინოს ინფორმაციის უსაფრთხოების სათანადო საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დემონსტრირება;
- შეადაროს და შეაფასოს ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართ მომხმარებლების და პარტნიორების მოთხოვნები, რომლებიც ორმხრივადაა შეთანხმებული და მოახდინოს მათთან შესაბამისობის დემონსტრირება;
- დაინტერესებულ მხარეებთან დაამაყროს შედეგიანი კომუნიკაცია ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით;
- უზრუნველყოს, რომ ორგანიზაცია შეესაბამება მის მიერ დადგენილ ინფორმაციის უსაფრთხოების პოლიტიკას;
- მიაღწიოს მისი ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციას ან რეგისტრაციას გარე ორგანიზაციის მიერ, ან განახორციელოს წინამდებარე საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვითშეფასება ან თვითდეკლარირება.
როგორ ხდება ისო ISO
27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების
დანერგვა?


ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის
სისტემის დანერგვა ორგანიზაციისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა,
რომელიც დაეხმარება ორგანიზაციას, გააუმჯობესოს ინფორმაციის
უსაფრთხოების მიმართულებით მისი საქმიანობის მთლიანი შედეგი.
უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის დანერგვისთვის შემუშავებულია ორი
ძირითადი ეტაპი:
- კომპანიის დოკუმენტაციის გაცნობა ექსპერტებთან ერთად;
- დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
პირველ ეტაპზე ჩვენი ექსპერტები განახორციელებენ „არსებული
მდგომარეობის ანალიზს" (ე.წ. GAP Analysis), ყველა არსებული
დოკუმენტაციის შეგროვებას და გადამოწმებას, რომელთა საფუძველზეც ამ
ეტაპისთვის ხორციელდება კომპანიის ოპერირება და განსაზღვრავენ,
რამდენად არის შესაბამისობაში არსებული სისტემები საერთაშორისო
სტანდარტის მოთხოვნებთან. ასევე, ხორციელდება ინფორმაციის
უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება, რისკებსა და შესაძლებლობებზე
მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დაინტერესებული მხარეების
საჭიროებებისა და მოლოდინების განსაზღვრა.
შემდეგ ეტაპზე შემუშავდება გეგმა, რომლის შესაბამისადაც
განისაზღვრება ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის მიზნები
და ამოცანები, საფრთხის კონტროლი და ანალიზი, ასევე შემუშავდება,
დაინერგება და შენარჩუნდება შესაბამისი პროცესები, პროცედურები და
ინსტრუქციები დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
გსურთ დანერგოთ ISO 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების
მენეჯმენტის სისტემები? გაიარეთ
ონლაინ რეგისტრაცია.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კომპანიის
მიერ განხორციელდება ისო ISO 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების
მენეჯმენტის სისტემების დანერგვა, ჩვენ აღარ გვექნება უფლებამოსილება
ჩავატაროთ მასერტიფიცირებელი აუდიტი თქვენს კომპანიაში.
რა სარგებლობას
(უპირატესობას) მოუტანს კომპანიას ინფორმაციის
უსაფრთხოების
მენეჯმენტის სისტემების
დანერგვა?
ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის
სისტემის დანერგვის პოტენციური სარგებელი არის:
- ორგანიზაციაში სისტემატური მიდგომა ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაც ამცირებს მონაცემთა გაჟონვის და მათზე არაავტორიზებული წვდომის რისკს;
- ინფორმაციის დაცვისადმი მაღალი პასუხისმგებლობა, რაც აძლიერებს მომხმარებლების და პარტნიორების ნდობას თქვენი ორგანიზაციის მიმართ;
- თქვენი უპირატესობა კონკურენტი კომპანიების მიმართ, რაც არწმუნებს მომხმარებლებს და პარტნიორებს, რომ თქვენთვის პრიორიტეტია მათი ინფორმაციული უსაფრთხოება;
- მომსახურების მიწოდება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს;
- მიზნებთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირება;
- ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისობის დემონსტრირების და მუდმივი გაუმჯობესების უნარი.
ვის შეუძლია აიღოს
(გამოიყენოს) ისო ISO 27001:2022 ინფორმაციის
უსაფრთხოების
მენეჯმენტის სისტემების
სერტიფიკატი?
ისო 27001:2022 არის
სტანდარტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ყველა ორგანიზაციას, ვისაც
სურს დაიცვას თავისი ინფორმაციული აქტივები. იგი არ აწესებს
კონკრეტული სახის შეზღუდვებს კომპანიის მასშტაბებთან ან მომსახურების
სფეროსთან დაკავშირებით. ისო 27001:2022
სტანდარტი თავსებადია მენეჯმენტის სისტემების სხვა საერთაშორისო
სტანდარტებთან.