ISO 22000:2018 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა
რა არის ISO
22000:2018 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის
სისტემები?
სურსათის უვნებლობა არის მთავრობის, მწარმოებლების და
მომხმარებლების საერთო პასუხისმგებლობა, რომელიც უზრუვნელყოფილია
სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ყველა მხარის ერთობლივი
ძალისხმევით.
ISO 22000:2018 საერაშორისო სტანდარტი განსაზღვრავს
მოთხოვნებს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის მიმართ, რათა
სასურსათო ჯაჭვში პირდაპირ ან ირიბად ჩართულ ნებისმიერ ორგანიზაციას
საშუალება მისცეს:
- დაგეგმოს, დანერგოს, ექსპლუატაციაში მოიყვანოს, შეინარჩუნოს და განაახლოს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა, რომელიც იძლევა უვნებელ სურსათს და მომსახურებას მათი მიზნობრივი გამოყენებისას;
- მოახდინოს სურსათის უვნებლობის სათანადო საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დემონსტრირება;
- შეადაროს და შეაფასოს სურსათის უვნებლობის მიმართ მომხმარებლის მოთხოვნები, რომლებიც ორმხრივადაა შეთანხმებული და მოახდინოს მათთან შესაბამისობის დემონსტრირება;
- სასურსათო ჯაჭვში დაინტერესებულ მხარეებთან დაამაყროს შედეგიანი კომუნიკაცია სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით;
- უზრუნველყოს, რომ ორგანიზაცია შეესაბამება მის მიერ დადგენილ სურსათის უვნებლობის პოლიტიკას;
- მოახდინოს შესაბამისობის დემონსტრირება რელევანტურ დაინტერესებულ მხარეებთან;
- მიაღწიოს მისი სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციას ან რეგისტრაციას გარე ორგანიზაციის მიერ, ან განახორციელოს წინამდებარე საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვითშეფასება ან თვითდეკლარირება.
როგორ ხდება ისო ISO
22000:2018 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების
დანერგვა?

სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა
ორგანიზაციისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაეხმარება
ორგანიზაციას, გააუმჯობესოს სურსათის უვნებლობის საქმიანობის მთლიანი
შედეგი.
დანერგვისთვის შემუშავებულია ორი ძირითადი ეტაპი:
- კომპანიის დოკუმენტაციის გაცნობა ექსპერტებთან ერთად;
- დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
პირველ ეტაპზე ჩვენი ექსპერტები განახორციელებენ „არსებული
მდგომარეობის ანალიზს" (ე.წ. GAP Analysis), ყველა არსებული
დოკუმენტაციის შეგროვებას და გადამოწმებას, რომელთა საფუძველზეც ამ
ეტაპისთვის ხორციელდება კომპანიის ოპერირება და განსაზღვრავენ,
რამდენად არის შესაბამისობაში არსებული სისტემები საერთაშორისო
სტანდარტის მოთხოვნებთან. ასევე, ხორციელდება სურსათის უვნებლობის
პოლიტიკის ჩამოყალიბება, რისკებსა და შესაძლებლობებზე მიმართული
ღონისძიებების დაგეგმვა, დაინტერესებული მხარეების საჭიროებებისა და
მოლოდინების განსაზღვრა.
შემდეგ ეტაპზე შემუშავდება გეგმა, რომლის შესაბამისადაც
განისაზღვრება სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის მიზნები და
ამოცანები, საფრთხის კონტროლი და ანალიზი, ასევე შემუშავდება,
დაინერგება და შენარჩუნდება შესაბამისი პროცესები, პროცედურები და
ინსტრუქციები დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
გსურთ დანერგოთ ისო ISO 22000:2018 სურსათის
უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები? გაიარეთ
ონლაინ რეგისტრაცია.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კომპანიის
მიერ განხორციელდება ისო ISO 22000:2018 სურსათის უვნებლობის
მენეჯმენტის სისტემების დანერგვა, ჩვენ აღარ გვექნება უფლებამოსილება
ჩავატაროთ მასერტიფიცირებელი აუდიტი თქვენს კომპანიაში.
რა სარგებლობას
(უპირატესობას) მოუტანს კომპანიას სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის
სისტემების დანერგვა?
სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის დანერგვის პოტენციური
სარგებელი არის:
- შესაძლებლობა, მუდმივად მიაწოდოთ უვნებელი პროდუქტი და მომსახურება, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის და შესაბამის საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს;
- მიზნებთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირება;
- სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისობის დემონსტრირების უნარი.
ვის შეუძლია აიღოს
(გამოიყენოს) ისო ISO 22000:2018 სურსათის უვნებლობის
მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი?
ისო 22000:2018 არის სტანდარტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს
სასურსათო ჯაჭვის ყველა მონაწილემ, "ფერმიდან სუფრამდე". იგი არ
აწესებს კონკრეტული სახის შეზღუდვებს კომპანიის მასშტაბებთან
დაკავშირებით. ისო 22000:2018 სტანდარტი წარმატებას მოუტანს და
დაეხმარება განვითარებაში როგორც პროდუქტის მწარმოებელ, ასევე
მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს.