ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა
ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა

რა არის ISO 14001:2015 EMS - ისო 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები?

გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა არის საერთაშორისო სტანდარტი და წარმოადგენს კომპანიის საერთო მართვის სისტემის ნაწილს, რომელიც გამოიყენება გარემოს დაცვის ასპექტების სამართავად, საკანონმდებლო მოთხოვნების და აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, არსებულ და მოსალოდნელ რისკებთან გასამკლავებლად. 
წინამდებარე საერთაშორისო სტანდარტის დანიშნულებაა ორგანიზაციებისთვის იმ სამოქმედო სფეროს განსაზღვრა, რომლის ფარგლებშიც კომპანია განახორციელებს გარემოს დაცვით აქტივობებს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, მოახდინოს დროული რეაგირება ნებისმიერ ცვლილებაზე, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთ. სტანდარტის დანიშნულებაა ასევე მოამზადოს, დანერგოს, შეინარჩუნოს და მუდმივად გააუმჯობესოს ორგანიზაციის გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები. 
წინამდებარე საერთაშორისო სტანდარტი თავსებადია ყველა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტთან. ერთად გავხადოთ სამყარო უკეთესი!


როგორ ხდება ისო 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა?


alt
გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა მნიშვნელოვანია:
  • ორგანიზაციისთვის გარემოს დაცვის საქმიანობის მართვის, გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, შერბილების ან კომპენსირების მიზნით; 
  • ორგანიზაციაზე გარემოს პოტენციურად მავნე ზემოქმედების შერბილების, შესაბამისი ვალდებულებების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით; 
  • ფინანსური და საოპერაციო სარგებლის მიღწევის და დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის გადაცემის თვალსაზრისით.
დანერგვისთვის შემუშავებულია ორი ძირითადი ეტაპი:
  • კომპანიის დოკუმენტაციის გაცნობა ექსპერთებთან ერთად;
  • დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა.
პირველ ეტაპზე ჩვენი ექსპერტები განახორციელებენ „არსებული მდგომარეობის ანალიზს" (ე.წ. GAP Analysis), ყველა არსებული დოკუმენტაციის შეგროვებას და გადამოწმებას, რომელთა საფუძველზეც ამ ეტაპისთვის ხორციელდება კომპანიის მართვა და განსაზღვრავენ, რამდენად არის შესაბამისობაში არსებული სისტემები საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან. ასევე, ხორციელდება კომპანიის სუსტი და ძლიერი მხარეების, საფრთხეებისა და მოლოდინების, კომპანიის როგორც შიდა, ისე გარე დაინტერესებულ მხარეთა განსაზღვრა.
შემდეგ ეტაპზე შემუშავდება გეგმა, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრება კომპანიის პოლიტიკა, მიზნები და ამოცანები, ასევე შემუშავდება, დაინერგება და შენარჩუნდება შესაბამისი პროცესები, პროცედურები და ინსტრუქციები დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. 


გსურთ დანერგოთ ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები? გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელდება ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა, ჩვენ აღარ გვექნება უფლებამოსილება ჩავატაროთ მასერტიფიცირებელი აუდიტი თქვენს კომპანიაში. 


რა სარგებლობას (უპირატესობას) მოუტანს კომპანიას ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა?


გარემოს დაცვის მართვის სისტემურ მიდგომას შეუძლია უზრუნველყოს გრძელვადიანი წარმატება ორგანიზაციის უმაღლესი მმართველობითი რგოლისთვის და შექმნას შესაბამისი პირობები შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: 
  • აწარმოოს პროდუქცია ან გაწიოს მომსახურება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილებით, ზეგავლენის ხარისხის შერბილებით, ზეგავლენის მართვის ან/და კომპენსაციის გზით;
  • თავიდან აიცილოს, შეამციროს ან მართოს: რესურსების არაეფექტური ხარჯვა, ნარჩენების არასწორი მენეჯმენტი, სითბური გაზების წარმოქმნა, ეკოსისტემის გაუარესება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა;
  • შეიმუშაოს, დანერგოს და შეინარჩუნოს პროცესები, რომელბიც უზრუნველყოფენ კომპანიის მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობის შესაბამისობას ნაციონალური საკანონმდებლო ბაზის მოთხოვნებთან და კომპანიის მიერ აღებულ ვალდებულებებთან; 
  • გარემოს დაცვითი საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესებით;
  • წარმოებული პროდუქციის ან გაწეული მომსახურეობის მუდმივი კონტროლით, იმისათვის რომ ერთის მხრივ დავრწმუნდეთ არსებული პროცედურების ეფექტურობაში და მეორეს მხრივ თავიდან ავიცილოთ გარემოზე დაუგეგმავი ეკოლოგიური ზემოქმედება;
  • გარემოს დაცვის ინფორმაციის შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის მიწოდებით.
                 

                                                ორგანიზაციისთვის გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების დანერგვის პოტენციური სარგებელია:

  • უნარი, მუდმივად მიაწოდოს პროდუქტი და გაწიოს მომსახურება, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს, ასევე გარემოსდაცვით სფეროში შესაბამის საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს;
  • კომპანიის გარემოს დაცვის საქმიანობის გაძლიერება;
  • შესაბამისობის ვალდებულებების შესრულება;
  • გარემოს დაცვის მიზნების მიღწევა.


ვის შეუძლია აიღოს (გამოიყენოს) ისო 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი? 

ISO 14001:2015 სტანდარტი გამოიყენება ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, მიუხედავად ორგანაზიის ზომისა, ტიპისა და ხასიათისა და გამოიყენება აქტივობების, პროდუქტებისა და მომსახურების გარემოს დაცვის ასპექტებისთვის, რომლებსაც ორგანიზაცია ადგენს და რომლებმაც შეიძლება გააკონტროლოს ან გავლენა მოახდინოს სასიცოცხლო ციკლის პერსპექტივაზე. წინამდებარე საერთაშორისო სტანდარტი არ ადგენს კონკრეტულ კრიტერიუმებს გარემოს დაცვის საქმიანობისთვის.
წინამდებარე საერთაშორისო სტანდარტი შეიძლება გამოიყენებოდეს მთლიანობაში ან ნაწილობრივ, გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემური გაუმჯობესებისთვის. თუმცა, განცხადებები აღნიშნულ საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაზე არ მიიღება, თუ ყველა მისი მოთხოვნა არ არის შეტანილი ორგანიზაციის გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემაში და არ არის შესრულებული გამონაკლისის გარეშე.
ბეჭდვა
;