ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ISO 27001:2022 შიდა აუდიტორის მასერტიფიცირებელი ტრენინგი

1. მიზანი და გამოყენების სფერო:
ISO 27001:2022 არის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის
საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ყველა
ორგანიზაციისთვის, რათა ჩამოაყალიბონ, დანერგონ, აწარმოონ,
გააკონტროლონ, განიხილონ, შეინარჩუნონ და მუდმივად გააუმჯობესონ
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა (ISMS).
კურსის გავლით, თქვენ შეიძენთ ცოდნას და საჭირო უნარებს, რაც
საშუალებას მოგცემთ ჩაატაროთ, მართოთ და მონაწილეობა მიიღოთ
აუდიტებში, გახდეთ ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების
შიდა აუდიტის ჯგუფის წევრი.
ეს კურსი მიზნად ისახავს ხელმძღვანელობისა და პრაქტიკული
გამოცდილების მიწოდებას საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის
აუდიტის დაგეგმვის, შესრულებისა და ანგარიშგების საკითხებში.
ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ისო ISO 27001:2022
შიდა აუდიტორის ტრენინგი სჭირდება:
2. სერტიფიკაციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;

3. სერტიფიკაციის პროგრამა:
- ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე პრაქტიკოსებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების შიდა აუდიტის ჩატარების პრინციპები და მეთოდები;
- იმ ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ ISO 27001:2022 ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი და ევალებათ ორგანიზაციაში შიდა აუდიტების ჩატარება;
- საჯარო ან კერძო სექტორში მომუშავე აუდიტორებს, რომლებსაც სჭირდებათ მეტი კომპეტენცია საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტის ჩატარების პროცესში.
2. სერტიფიკაციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;

3. სერტიფიკაციის პროგრამა:
ტრენინგის ენა:
ქართული/ინგლისური/რუსული;
ტრენინგის დრო: 24 სთ-3დღე;
ტრენინგის ღირებულება: 550$ (ექვივალენტი
ლარში);
ტრენინგის განმავლობაში თქვენ
შეისწავლით:
ISO 27001:2022 ინფორმაციის
უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემები (დღე 1 და 2)
- ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების არსი და დანიშნულება;
- ორგანიზაციაში ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების არსებობის უპირატესობები და სარგებელი;
- ისო 27001:2022 სტანდარტის ზოგადი მიმოხილვა;
- ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების მიზანი და წარმატების ფაქტორები;
- ისო 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ძირითადი ტერმინები და განმარტებები;
- ისო 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ძირითადი პრინციპი;
- ისო 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემებში Plan-Do-Check-Act ციკლის გამოყენება;
- ისო 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების მოთხოვნების ინტერპრეტაცია და ორგანიზაციაში გამოყენება.
მენეჯმენტის სისტემების
აუდიტორი - Exemplar Global – AU - ISO19011:2018 (დღე
3)
- აუდიტის სახელმძღვანელო მითითებების დანერგვა;
- შიდა აუდიტორის პასუხისმგებლობა და როლი;
- შიდა აუდიტის მოთხოვნები;
- აუდიტის ძირითადი პირობები და განმარტებები;
- აუდიტის მიზანი, სფერო, კრიტერიუმები და მეთოდები;
- აუდიტის ტიპები, პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა;
- აუდიტორებისა და აუდიტირებული პირების პასუხისმგებლობა;
- აუდიტის დაგეგმვა, შესრულება, ანგარიშგება და შემდგომი კონტროლი;
- აუდიტის პროცესში პროცესუალური მიდგომის გამოყენება;
- რისკზე დაფუძნებული აზროვნების გამოყენება აუდიტში.
4. ელექტრონული განაცხადი:
გაიარე ონლაინ რეგისტრაცია ტრენინგზე.
5. სერტიფიკატის გაცემა და ვადები: ტრენინგის
მონაწილეზე სერტიფიკატი გაიცემა შიდა აუდიტორის საგამოცდო ტესტირების
წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. ტესტირებიდან 2 კვირის ვადაში
თქვენ გადმოგეცემათ ამერიკული ცენტრის «International Accreditacion Service»
(IAS) მიერ აკრედიტირებული კომპანია «G-certi
Co»-ს ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ისო
27001:2022 შიდა
აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი 3 წლის ვადით.