ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ISO 27001:2022 აუდიტორის/ წამყვანი აუდიტორის ტრენინგი

1. მიზანი და გამოყენების სფერო:
ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა
ენიჭება და მოთხოვნადი გახდა ინფორმაციულ უსაფრთხოების მიმართულებით
მაღალკვალიფიციური კადრების არსებობა.
ისო ISO 27001:2022 აუდიტორის/წამყვანი
აუდიტორის ტრენინგის კურსის გავლით, თქვენ შეიძენთ ინფორმაციის
უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის მესამე მხარის
მასერტიფიცირებელი/საკონსულტაციო აუდიტის პროგრამის შედგენის,
ჩატარების და ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო ცოდნასა და
უნარ-ჩვევებს.
ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ისო
ISO 270001:2022 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის
ტრენინგი სჭირდება:
2. სერტიფიკაციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კადრებს;
- იურიდიულ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ პირველი, მეორე და მესამე მხარის აუდიტის ჩატარების პრინციპები და მეთოდები;
- შიდა აუდიტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
- საჯარო ან კერძო სექტორში მომუშავე აუდიტორებს, რომლებსაც სჭირდებათ მეტი კომპეტენცია აუდიტის ჩატარების პროცესში;
- მასერტიფიცირებელი ორგანიზაციების აუდიტორებს.
2. სერტიფიკაციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

3. სერტიფიკაციის პროგრამა:
ტრენინგის ენა:
ქართული/ინგლისური/რუსული;
ტრენინგის დრო: 32 სთ - 4 დღე;
ტრენინგის ღირებულება: 800$ (ექვივალენტი
ლარში);
ტრენინგის განმავლობაში თქვენ შეისწავლით:
დღე 1 და 2: ISO 27001:2022
ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემები
- ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების არსი და დანიშნულება;
- ორგანიზაციაში ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების არსებობის უპირატესობები და სარგებელი;
- ისო 27001:2022 სტანდარტის ზოგადი მიმოხილვა;
- ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების მიზანი და წარმატების ფაქტორები;
- ისო 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ძირითადი ტერმინები და განმარტებები;
- ისო 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ძირითადი პრინციპი;
- ისო 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემებში Plan-Do- Check-Act ციკლის გამოყენება;
- ისო 27001:2022 ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების მოთხოვნების ინტერპრეტაცია და ორგანიზაციაში გამოყენება.
დღე 3: მენეჯმენტის
სისტემების აუდიტორი - Exemplar Global – AU -
ISO19011:2018
- აუდიტის სახელმძღვანელო მითითებების დანერგვა;
- შიდა აუდიტორის პასუხისმგებლობა და როლი;
- შიდა აუდიტის მოთხოვნები;
- აუდიტის ძირითადი პირობები და განმარტებები;
- აუდიტის მიზანი, სფერო, კრიტერიუმები და მეთოდები;
- აუდიტის ტიპები, პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა;
- აუდიტორებისა და აუდიტირებული პირების პასუხისმგებლობა;
- აუდიტის დაგეგმვა, შესრულება, ანგარიშგება და შემდგომი კონტროლი;
- აუდიტის პროცესში პროცესუალური მიდგომის გამოყენება;
- რისკზე დაფუძნებული აზროვნების გამოყენება აუდიტში.
დღე 4: მენეჯმენტის
სისტემების წამყვანი აუდიტორი -Exemplar Global – TL - ISO
19011:2018
- წამყვანი აუდიტორისა და აუდიტის ჯგუფის პასუხისმგებლობა;
- აუდიტის ჯგუფის წევრების შერჩევა;
- აუდიტის ჯგუფის კომპეტენცია;
- აუდიტის ჩატარება:
- აუდიტორული
საქმიანობისთვის მომზადება;
- აუდიტის
დაწყება;
- აუდიტის საქმიანობის
წარმართვა;
- შეუსაბამობების
იდენტიფიკაცია;
- აუდიტის
დასრულება;
- აუდიტის დასკვნის
მომზადება და გავრცელება;
- აუდიტის შემდგომი
საკონტროლო აუდიტის ჩატარება.
- შეხვედრების გახსნა და დახურვა;
- აუდიტის მეთოდოლოგია (ადგილზე / დისტანციური აუდიტი);
- აუდიტორის ლიდერობა და ვალდებულებები;
- აუდიტის დროს რთული სიტუაციების მართვა;
- აუდიტში ჩართული მხარეების კომუნიკაცია აუდიტის დროს;
- მოთხოვნები 1 ეტაპის და მე -2 ეტაპის აუდიტისთვის.
5. სერტიფიკატის გაცემა და ვადები: ტრენინგის
მონაწილეზე სერტიფიკატი გაიცემა აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის და შიდა
აუდიტორის საგამოცდო ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
ტესტირებიდან 2 კვირის ვადაში თქვენ გადმოგეცემათ ამერიკული ცენტრის
«International Accreditation
Service» (IAS) მიერ აკრედიტირებული კომპანია «G-certi
Co»-ს ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ისო
27001:2022 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი 3
წლის ვადით.
6. რეესტრი: სერტიფიკატის გადმოცემის შემდეგ,
თქვენ ირიცხებით კომპანია «G-certi Co» -ს აუდიტორთა ერთიან
ელექტრონულ რეესტრში. სერტიფიკატის ნამდვილობის შემოწმება შესაძლე
ბელია ბმულზე: http://www.gcerti.com/.

