ლილე ხაბალაშვილი
საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურის უფროსი
პროექტების მართვის საბჭოს წევრი
პროექტების მართვის საბჭოს წევრი
2019 წელს დაამთავრა საქართველოს
უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ამავე უნივერსიტეტში
მაღალი აკადემიური მოსწრების გამო მან მოიპოვა უნივერსიტეტის
სტიპენდია და ირიცხებოდა უნივერსიტეტის სტიპენდიანტთა გუნდში. 2017
წელს წარმატებით გაიარა ტრენინგი თემაზე ”გენდერული სტრატეგიების
შემუშავება და მისი განვითარება საქართველოს მასშტაბით”, რომელიც
ჩატარდა მსოფლიო ბანკის მიერ ქ.თბილისში. 2019 წელს მან წარმატებით
გაიარა და მიიღო სერთიფიკატი „სტრატეგიული კომუნიკაციის“
ინგლისურენოვან ტრეინინგ კურსში, რომელიც ჩატარდა კომპანია
„ეკო-სპექტრში“ მოწვეული
ტრენერის მიერ. 2019 წელს ჩააბარა
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურაში. 2017 წლის
თებერვლიდან ივლისის ჩათვლით წარმატებით გაიარა სტაჟირება
შპს
”ეკო-სპექტრი”-ს იურიდიულ დეპარტამენტში და 2017 წლის
აგვისტოდან ლილე ხაბალაშვილი მუშაობს შპს ” ეკო-სპექტრ”-ში
იურისტად. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო საფინანსო
ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში. აღნიშნული პროექტების
ფარგლებში, გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის და განსახლების
სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში, როგორც იურისტ-კონსულტანტი,
იგი უზრუნველყოფდა საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას, აგრეთვე, იყო
ჯგუფის ლიდერის ასისტენტი და დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის
მოწყვლად ოჯახებთან, აწარმოებდა იურიდიულ კონსულტაციებს. 2018 წლიდან
ლილე ხაბალაშვილი გახდა კომპანია ”ეკო-სპექტრ”-ის
საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურის უფროსი. 2018-2019 წლებში მან
წარმატებით გაიარა და მიიღო საერთაშორისო სერტიფიცირება
„Exemplar Global“-ის აკრედიტირებულ კურსზე:
ISO 9001:2015 - ხარისხის მენეჯმენტის სისტემების
აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის, ISO 45001:2018
- შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების
აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის, ISO 14001:2015
- გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი
აუდიტორის და ISO 19011:2018 მენეჯმენტის სისტემების
აუდიტორის კვალიფიკაციებზე. 2021 წლის 5 ოქტომბერს ლილე ხაბალაშვილს
აუდიტორთა საერთაშორისო რეესტრის “Exemplar
Global”-ის მიერ მიენიჭა ISO 9001:2015
ხარისხის მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის სტატუსი.
info: lKhabalashvili@eco-spectri.com
info: lKhabalashvili@eco-spectri.com
შემოგვიერდით