ჩვენი გუნდი
სოფიკო შარაშენიძე
იურისტი
 
2004 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2019 წლიდან სოფიკო შარაშენიძემ წარმატებით გაიარა და მიიღო საერთაშორისო სერტიფიცირება „Exemplar Global“-ის და „GCT“-ის მიერ აკრედიტირებულ  კურსზე: ISO 45001:2018 - შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის, ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების და ISO 19011:2015 მენეჯმენტის სისტემების
აუდიტორის კვალიფიკაციაზე. სამუშაო გამოცდილება: 2007 წლიდან -2008 წლამდე სოფიკო შარაშენიძე მუშაობდა ადვოკატ- სტაჟიორად საადვოკატო ბიუროში შპს “ვასაძე და კომპანია“. 2009 წლიდან დღემდე ახორციელებს კერძო საადვოკატო საქმიანობას. 2013 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა იურისტად სადისტრიბუციო კომპანიაში შპს „ჯეოსტარი“. 2013 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა იურისტად იურიდიულ-აუდიტორულ კომპანიაში - „Professional Legal Consulting”. 2015 წლიდან 2019 წლამდე გახლდათ შპს „ონლაინკრედიტის“ იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი. 2016 -2017 წწ-ში მუშაობდა შპს „გაერთიანებულ ფინანსურ სერვის“-ში იურისტის პოზიციაზე. 2018-2019 წწ-ში იყო საკონსულტაციო კომპანიის შპს „გამმა“-ს იურისტი. 2013 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2019 წლის სექტემბრიდან სოფიკო შარაშენიძე არის შპს „ეკო-სპექტრის“ იურისტი. ამავე დროს მონაწილეობას იღებს კომპანია „ეკო-სპექტრის“ მიერ განხორციელებულ ISO 19011:2018 მენეჯმენტის სისტემების აუდიტის, ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების აუდიტის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ  სხვადასხვა პროექტებში. 

ბეჭდვა
;